არჩევნების დასრულების შემდეგ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო პლაკატები ჯერ კიდევ არის, მიუხედავად იმისა, რომ პლაკატების დასუფთავებისა და მოშორების ბოლო ვადა 6 დეკემბერია.
არჩევნები დასრულდა, მაგრამ წინასაარჩევნო პლაკატები ყველგან არის, როგორც ახალქალაქში, ასევე სოფლებში. ეს პლაკატები არჩევნების შემდეგ არაუგვიანეს 41 დღისა უნდა იყოს მოხსნილი, შესაბამისად 6 დეკემბრის ჩათვლით. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არჩევნების დასრულების შემდეგ წინასაარჩევნო პლაკატები დიდი ხნის განმავლობაში არ იხსნება. 2018 და 2020 წლის არჩევნების დროს ამით ახალქალაქის სერვისცენტრი იყო დაკავებული.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სააგიტაციო მასალები შენობებსა და სხვა ობიექტებზე მფლობელის თანხმობის შემდეგ უნდა იყოს გაკრული.
იმავე მუხლის მე-8 პუნქტის (სააგიტაციო მასალები) თანახმად, შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს საარჩევნო მასალების მოხსნა საბოლოო შედეგების ოფიციალური გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პასუხისმგებელნი იქნებიან საქართველოს კანონმდებლობით. 6 დეკემბრამდე სულ 4 დღეა დარჩენილი, Jnews-ი ყურადღებით აკვირდება პარტიებს, დროულად მოხსნიან თუ არა პლაკატებს.
არჩევენბიდან არაუგვიანეს 41 დღისა, ანუ ბოლო ვადაა 6 დეკემბერი.
ახალქალაქში წინასაარჩევნო პლაკატების განთავსება შემდეგ ადგილებშია შესაძლებელი:
• თავისუფლების ქუჩაზე 5-სართულიანი კორპუსის კედელზე.
• სურბ ხაჩ ეკლესიასთან დამონტაჟებულ სტენდზე.
• თავისუფლებსი ქუჩაზე №70 მრავალსართულიანი კორპუსის ფასადზე.
• ცენტრალური პარკის ღობეზე.
• №1 ყოფილი სამხედრო ქალაქის საცხოვრებელი სახლების კედლებზე.
• №14 სამხედრო ნაწილის ორსართულიანი კორპუსის კედლებზე.
• ახალქალაქი-ახალციხის გზაზე შოთა რუსთაველის სკვერის კედელზე.
• სოფელ ხოსპიოში რკინიგზის ხიდის მოაჯირებზე.