იურიდიულ საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ხალხმრავალი ღონისძიებების (ქორწილი, დაკრძალვა, იუბილე, ნათლობა და ა.შ) მოწყობისთვის გამართვაზე შეზღუდვა 15 ივლისამდე მოქმედებს.
შესაბამისად, ოხანაშვილი მოსახლეობას შეახსენებს, რომ ერთ ადგილას 10 ადამიანზე მეტის შეკრება ქორწილზე, დაბადების დღის ზეიმზე, სამგლოვიარო, ან სადღესასწაულო ღონისძიებებზე, ითვალისწინებს ჯარიმას.
“ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმით, იურიდიული პირი – 10 000 ლარით”, – განაცხადა ოხანაშვილმა.