დღეს, 1-ელ დეკემბერს 15:00 საათზე, ბორჯომის ქალაქის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართება. სახელწოდებით ვიცავთ, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა გიორგი ოგანესიანმა ადგილობრივებისთვის მიართვა ჩაწერა.

„ამ ვიდეოს ვწერ ჩემი თანაქალაქელებისთვის და განსაკუთრებით ვწერ ჩემი მასწავლებლებისთვის. ბაღში, სკოლასა თუ რეპეტიტორების ასაკში, მასწავლიდნენ სამშობლოს სიყვარულს საკუთარი მაგალითებით. მათ შორის მათი ნაწილი 9 აპრილის მონაწილეები არიან. მათ საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად უწევდათ ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა. ისინი ყოველთვის მასწავლიდნენ, რომ ღალატი და ორპირობა მიუღებელია. არაკაცური, არა ქრისტიანული და არა ადამიანური წაქცეულ ადამიანს შეეხო და დაარტყა“,- ამბობს გიორგი.

მისივე თქმით „შესაბამისად მე მინდა ჩვენი ხმა გავაგონოთ მთელს საქართველოს, ბორჯომში მჯერა, რომ არსებობს ის დემოკრატიული, ის პატრიოტული, ის ქართული, ის კაცური მუხტი, რომელსაც შეუძლია ხმამაღლა უარი უთხრას ნებისმიერ ძალადობას“,-თქვა მან მოქალაქეების აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდა.

დღეს, ასევე ახალციხეში 16:00 საათზე მორიგი აქცია იმართება.