ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაციისთვის უწყვეტი სამუშაოები მიმდინარეობს.
„ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ფაზაშია გადასული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სექტორებზე არსებული მხრჩოლავი კერების დამუშავება. მეხანძრე-მაშველების მიერ სრულად კონტროლირებადია ხანძრის ქრობის პროცესი და მიმდინარეობს უწყვეტი სამუშაოები ხანძრის ლიკვიდაციისთვის“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა.