ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში, “მუნიციპალური განვითარების ფონდმა” 75 ბავშვისთვის საბავშვო ბაღის ასაშენებლად 1`821`822 ლარი გამოყო. საბავშვო ბაღის სტანდარტულად ბავშვებისთვის დღის ძილის შესაძლებლობით შენობა აშენდება.
სოფელი ტაბაწყური ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ეთნიკურად სომხებით დასახლებული სოფელია. ტაბაწყურში 150-მდე ოჯახი ცხოვრობს.
მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ ტაბაწყურში 75 ბავშვისთვის საბავშვო ბაღს აშენებს. ტენდერი გამოცხადებულია, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 ნოემბერი. “მუნიციპალური განვითარების ფონდმა” ამ მიზნით 1 821 822 ლარი გამოყო.
საბავშვო ბაღი გათვლილია 3 ჯგუფზე, თითო ჯგუფში უნდა იყოს 25 ბავშვი.
საბავშვო ბაღში გათვლილი უნდა იყოს გასახდელი, სათამაშო/სასადილო ზონა, საძინებელი, სამზარეულო, დირექტორის ოთახი, პერსონალის ოთახი, პერსონალის აბაზანა, დამხმარე (საყოფაცხოვრებო) საკუჭნაო, თეთრეულის შესანახი ოთახი, სააქტო დარბაზი (მუსიკისა და ფიზიკური აღზრდისთვის), ინვენტარის საწყობი საცავებით, სამედიცინო კაბინეტი/იზოლატორი, დასაუთოებელი და სამრეცხაო, შშმ პირთა აბაზანა და ა.შ.