2020 წლის მარტიდან ივლისამდე კოვიდ-19 ინფექციის გავრცელების პრევენციისა და ყველაზე დაუცველი მოქალაქეებისთვის პანდემიით გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით ღია საზოგადოების ფონდმა საქართველოში 857 ათას აშშ დოლარზე მეტი ოდენობის დაფინანსება გამოყო.
კოვიდ-19 შედეგებთან გამკლავებისთვის გაწეულმა მხარდაჭერამ რამდენიმე მიმართულება მოიცვა, მათ შორის მოქალაქეთა შრომის უფლებების დაცვა, სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებები, ჯანდაცვის ინსტიტუციების და სამედიცინო პერსონალის გაძლიერება, ეთნიკური უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და რეგიონული მოსახლეობის ინფორმირება, უფასო სამართლებრივი და ფსიქოლოგიური სერვისები მოქალაქეებისთვის, მოსწავლეების ხელშეწყობა ონლაინ სწავლების პროცესში.
გადამზადდა 822 ექიმი 60 საავადმყოფოდან და შემუშავდა გზამკვლევები, შეიქმნა უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისები შრომის უფლებადარღვეული, შემოსავლის გარეშე დარჩენილი და საკრედიტო ვალდებულების მქონე მოქალაქეებისთვის, შეიქმნა ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი და დისტანციური კონსულტაციის სერვისი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირდაპირი დახმარება მიიღო ათასობით მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ.
ამას გარდა, 150 მოსწავლეს კახეთიდან გადაეცა ლეპტოპები, პლანშეტების და მიეცათ წვდომა ინტერნეტზე.
მასალა Netgazeti.ge-დან