საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ საიტზე, stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.
საიტის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 831 შემთხვევაა დადასტურებული, დილით ეს რიცხვი 828 შეადგენდა.
ამავე მონაცემებიდან, კორონავირუსისგან განიკურნა 694 ადამიანი.
გარდა ამისა, საქართველოს 3 მოქალაქე სამკურნალოდ უცხოეთიდან ჩამოვიდა.
ახალი კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სულ 13 პაციენტი დაიღუპა.
კარანტინის რეჟიმში 3 213 მოქალაქე რჩება, სტაციონალური დაკვირვების ქვეშ კი 303 პაციენტი იმყოფება.