დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 321 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 162 475-ს.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 321 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

თბილისში 1 615 შემთხვევა,
აჭარაში – 491,
იმერეთში – 564,
ქვემო ქართლში – 395,
შიდა ქართლში – 253,
გურიაში – 77,
სამეგრელო – ზემო სვანეთში – 433,
კახეთში – 236,
მცხეთა-მთიანეთში – 175,
სამცხე-ჯავახეთში – 76,
რაჭა-ლეჩხუმსა,
ქვემო სვანეთში – 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 434. მათ შორის, 6 897 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 282 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი 51 296 ადამიანი იმყოფება.