მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზით 3.6 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც წლიურად 0.7%-ით შემცირებაზე მიუთითებს.
საქსტატის მიხედვით, ტვირთის 10.1% – ადგილობრივ გადაზიდვაზე, 30.5% – საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59.4% ტრანზიტზე მოდის.
ამავე მონაცემების თანახმად, წელს მესამე კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 76.9% მოდის ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 23.1% კი – ქვეყნიდან გატანილზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 37% რუსეთიდან გამოიგზავნა, 30.8% კი აზერბაიჯანიდან.
„თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო (ჯამურად 32.2 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.
რაც შეეხება გადატანილ ტვირთებს, საქართველოდან ტვირთის 13.5% გადაიზიდა ყაზახეთში, 10.4% რუსეთში, 10.3% სომხეთში, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში გადატანილი ტვირთი 10-10 პროცენტზე ნაკლები იყო.
რაც შეეხება ტრანზიტს, ამ შემთხვევაში გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: