დოკუმენტური ფილმი „ქალაქი ქალაქში“ ინფრასტრუქტურის მნიშვნელობისაა, რომელსაც პოლიტიკური ელფერიც დაჰკრავს: ფილმში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი განიხილებოდა როგორც ხალხისა და ტვირთის გადაზიდვის საშუალებად, ისე გეოპოლიტიკური დივერსიისა და სხვა ქვეყნების სოციალური იზოლაციის იარაღად.

2022 წელს ახალქალაქში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყო და  რეგიონული რკინიგზის შესახებ დოკუმენტური ფილმის ნაწილი უნდა ყოფილიყო, თუმცა მან, იმის გარდა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რგინიგზას ეხებოდა, პოლიტიკური დატვირთვაც მიიღო. ავტორების თქმით, იგი საქართველოს, თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პოლიტიკურ პირობებსა და ურთიერთობებს ცვლის. თუმცა ფილმი რუსეთისა და უკრაინის ომსაც შეეხო და იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე უბრალოდ ფილმი სამხრეთ კავკასიის რკინიგზაზე.

„ფილმის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ინფრასტრუქტურისა და რკინიგზის მნიშვნელობა ნათლად ასახა, რადგან იგი უბრალოდ საქონლისა და ხალხის გადაყვანის საშუალება არ არის. როგორც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მაგალითზე ვხედავთ, ეს პოლიტიკური მექანიზმებია, რომლებიც ხშირად ტერიტორიულ კონფლიქტებს, საზღვრების მატერიალიზაციას ეფუძნება და გეოპოლიტიკური დივერსიისა და სოციალური იზოლაციისთვის გამოიყენება“, – ამბობს ფილმის ავტორი თეკლა ასლანიშვილი.

ფილმი თბილისში იწყება, რკინიგზაზე გადაღებული კადრები და ავტორის სიტყვები მიუთითებს, რომ ფილმში  რკინიგზასთან დაკავშირებული ადამიანური ისტორიებია ასახული. თბილისის მოძრავი მატარებლების კადრებისას მარტივი ცხოვრებისეულ დიალოგებს ვისმენთ. მოულოდნელად კი მთის ლანდშაფტებზე, ჯავახეთისკენ მიმავალ გზებზე გადავდივართ, სადაც ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მთავარი ქართული ნაწილია განთავსებული. ამ რკინიგზის მნიშვნელობაზე ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი, მკვლევარი მოგვითხრობს, რომელიც პროექტშიც იყო ჩართული. კიდევ ერთი გმირი – ემილი – მთიანი ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ სომხეთის იზოლაციაზე საუბრობს და ეხება არა აზერბაიჯანთან, არამედ თურქეთთან სომხეთის დახურულ საზღვრებზე.

BTK

პერსონაჟი მარტინი სომხეთიდანაა და იმ პერიოდებზე მოგვითხრობს, როდესაც სომხეთიდან და თურქეთიდან რკინიგზელები ერთმანეთს ხვდებოდნენ და ურთიერთობა ჰქონდათ, მუშაობდნენ მანამ, სანამ თურქეთის ხელმძღვანელობამ  წერილი არ გაუგზავნა და საზღვრები ჩაკეტა, რომელიც 28 წელია არ გახსნილა.

ფილმი მოგვითხრობს როგორც სატრანსპორტო დერეფნით სომხეთის იზოლაციაზე, ისე სსრკ-ს დაშლის შემდეგ სომხეთსა და საქართველოს შორის არსებულ პოლიტიკურ განსხვავებულობაზე. სომხეთი ირანთან და რუსეთთან აღმოჩნდა, საქართველო კი აზერბაიჯანთან და თურქეთთან. საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კი ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ახდენდა გავლენას. აზერბაიჯანთან ხელსაყრელი ურთიერთობის კონტექსტში სომხებით დასახლებულ ჯავახეთზე რკინიგზის გაყვანა იგეგმებოდა. პროექტისგან ყველა კარგ ინფრასტრუქტურას, ხალხის გადაადგილებას და შესაძლებლობებს, აზიასა და ევროპას შორის კავშირს ელოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ფილმში საუბარია, თუ რა სარგებელი უნდა მიეღო რეგიონს განვითარებული ინფრასტრუქტურისა და სამუშაო ადგილების შექმნის სახით და რომ საბოლოოდ მოლოდინი არ გამართლდა. აქ არ ვხვდებით აზერბაიჯანის ან თურქეთის ოფიციალური პირების თვალსაზრისს ასეთ მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით.

„ფილმი პანდემიის დროს გადავიღე. იმ პერიოდში აზერბაიჯანის საზღვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის დაკეტილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ლოკაციების გადასაღებად სპეციალური ნებართვისთვის  განაცხადი შევიტანე და აზერბაიჯანის რკინიგზის წარმომადგენლებთან გასაუბრება მსურდა, მაინც არაფერი გამომივიდა. თურქეთის რკინიგზამ გადაღებებისა და ინტერვიუების შესახებ თხოვნებს არ უპასუხა. სამწუხაროდ, ამის გამო არ ჩანს აზერბაიჯანისა და თურქეთის პერსპექტივები ინფრასტრუქტურის განვითარების პირველ ეტაპზე, შესაბამისად რკინიგზაზე ამ ეროვნების მომუშავეებს ვერ შეხვდებით. ქართული მხარეც კი, მათ შორის ხელისუფლება და ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზის წარმომადგენლები, თანმიმდევრულად არ თანამშრომლობდნენ. თუმცა ჩემი თანამშრომელი ეველინა გამბინო და მე საერთაშორისო მკვლევარებს ვესაუბრეთ, რომლებიც ბაქო-თბილისი-ყარსისხაზის მხარეებზე მუშაობდნენ. ამან საშუალება მოგვცა უახლეს მოვლენებს გავცნობოდით, რომელთაგან ზოგიერთი ფილმშიც არის შეტანილი. რეგიონში სარკინიგზო ქსელების ურთიერთდამოკიდებული და პოლიტიკურად კომპლექსური ბუნების გამო, განსაკუთრებით მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, სომხეთიც ფრთხილობს და ყურადღებას აქცევს როგორ განიხილავენ მათ და რომელ ფაქტებს დაიმოწმებენ”,- განმარტავს ფილმის ავტორი.

BTK 2

ფილმი მოგვითხრობს სომხეთის რკინიგზაზე, სადაც ფილმის სახელის „ქალაქი ქალაქში“ მნიშვნელობა ირკვევა. თავის დროზე რკინიგზას ჰქონდა ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები, სამშენებლო ორგანიზაცია, ტელეფონის ნომრები, პროკურატურა, მილიცია, საბავშვო ბაღები, ასევე იყო სკოლები ზოგიერთ რაიონში, საავადმყოფოები, მაღაზიები და ა.შ.

„საბჭოთა კავშირის დროს სარკინიგზო ქსელს საკუთარი სატელეფონო კოდები, პოლიცია, საერთო ტექნიკური ენა, სკოლები ჰქონდა, რაც მუშაკებს სხვადასხვა საბჭოთა რესპუბლიკებთან და თურქეთთან მყარი მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში ეხმარებოდა, რომელიც დღემდე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ რკინიგზები ხშირად ძალადობით შენდება, ტექნიკურ და სოციალურ საფუძველს, განსხვავებულ ინფრასტრუქტურულ ცნობიერებას ქმნიან. ეს არის სოლიდარობისა და სიკეთის საფუძველი იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მათ მახლობლად ცხოვრობენ და მუშაობენ. ფილმი ამ ისტორიებს ეხება: როგორ ებრძვის ეს ხალხი სახელმწიფოების ძალადობრივ პოლიტიკას და როგორ აღიქვამენ ინფრასტრუქტურის როლს წარსულიდან დღემდე“, – აცხადებს თეკლა ასლანიშვილი.

ფილმში ასახულია საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობა სომხეთისთვის რთულ პერიოდში, სპიტაკის მიწისძვრისას, როდესაც სომხეთმა საქართველოსგან პირველი ხელშესახები დახმარება მიიღო.

უკრაინა-რუსეთის ომის შედეგად რეალობასა და ლოჯისტიკურ პრობლემებზე გადასვლისას ფილმში საქართველოს ყველა საზღვარზე შექმნილი კილომეტრიან საცობები ჩანს, სადაც მთელი ის ტვირთი მოძრაობს, რომელიც ოდესღაც უკრაინის საზღვრებს კვეთდა.

„დიახ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მიწოდების ჯაჭვებში სერიოზული ცვლილებები იყო, რადგან ბევრ ლოჯისტიკურ კომპანიას არ სურდა რუსეთის გავლით ჩინეთიდან ევროპაში საქონელი გადაეზიდა. ამან ტვირთის ნაკადები შუა დერეფნისკენ გადაანაცვლა, რამაც ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა. რკინიგზის ლიანდაგის გვერდით სატვირთო მანქანების მძღოლების რიგებს ვხედავდით, რომლებიც საზღვრის გადაკვეთას დღეები ელოდნენ. ამიტომ სამუშაო გრაფიკი შევცვალეთ, რათა განვითარებული მოვლენებისთვის თვალყური გვედევნებინა.ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, მით უმეტეს, რომ ომის შემდეგ კვლავ შევესწარით რკინიგზის მუშაკებს შორის სოლიდარულ აქციებს, რაც უკვე აღინიშნა და ჩვენთვის ამ ისტორიების ჩართვაც მნიშვნელოვანი იყო“, – ამბობს თეკლა ასლანიშვილი.

ფილმის ბოლოს სომხებმა და საქართველოს რკინიგზელებმა ერთმანეთს მოკითხვა გადასცეს და თითოეული ქვეყნის ისტორიის ყველაზე საშინელ პერიოდებში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს, მოქმედება კი ჯავახეთის მშვენიერი ბუნების ფონზე ვითარდებოდა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ფილმს იღებენ