ბაქო-თბილისი-ყარსი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტად აღიქმებოდა, რომელიც საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს აკავშირებდა.  ბერლინიდან თეკლა ასლანიშვილისთვის ეს რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი დოკუმენტური ფილმის საინტერესო თემად იქცა, რომლის დასრულებას ავტორი მიმდინარე წლის გაზაფხულზე გეგმავს.

გოგონა უკვე მეორე დღეა დადის ახალქალაქის ქუჩებში და მხრებით ფილმის გადასაღებად კამერა და შტატივი დააქვს. თეკლა ასლანიშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ბერლინიდან ახალქალაქში მეორედ ჩამოვიდა. რკინიგზის მშენებლობა 2007 წლიდან იგეგმებოდა და 2010 წელს დაიწყო.  თეკლა ამ თემით მაშინ დაინტერესდა, როცა პირველად ჩამოვიდა ახალქალაქში.

tekla

„ჩემი ინტერესი მოიცავს ლოჯისტიკურ პროექტებს, არქიტექტურულ და სოციალურ პირობებს ასეთ ლოჯისტიკურ პროექტებში.  დაახლოებით 4 წლის წინ დავიწყე პროექტზე მუშაობა ანაკლიაში.  საინტერესო იყო, როგორ იგეგმება, როგორ განვითარდება, რამდენი ახალი სამუშაო ადგილი იქმნება ამ პროექტების ფარგლებში.  ეს პროექტი (პროექტი ანაკლია) ჩაიშალა და პარალელურად 2018 წელს ჩამოვედი აქ ჩემს თანაავტორ ეველინა გამბინოსთან ერთად, რომელიც ასევე ამოწმებდა ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზს.  მაშინ ინტერვის ჩასაწერად ჩამოვედი, რათა ამ სფეროს გავცნობოდი. 4 წლის შემდეგ, იმიტომ დავბრუნდი, რომ ჯერ ერთი, მაშინ ამ პროექტში არ ვიყავი ჩართული, რადგან თავისთავად ძალიან რთული პროექტი იყო.  რკინიგზა კი ცალკე ფილმის თემაა“, – ამბობს თეკლა.

ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართ მისი ინტერესი განპირობებულია არა მხოლოდ იმით, რომ ის სარკინიგზო ხაზია, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით საინტერესო პროექტია – სამ მეზობელ ქვეყანას მოიცავს.  მისი აზრით, ეს პროექტი ცვლის პოლიტიკურ პირობებსა და ურთიერთობებს საქართველოს, თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

„მაინტერესებს ამ პროექტის არა, მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ სოციალური და პოლიტიკური ასპექტებიც.  პროექტზე მუშაობა ახალქალაქიდან დავიწყე“, – ამბობს ის.

თურქეთში თეკლას რამდენიმე პრობლემა შეექმნა, როგორც ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზზე წვდომასთან, ასევე ენობრივ ბარიერთან დაკავშირებით.  ყარსელები არ საუბრობენ ინგლისურად, ხოლო ის – თურქულად.

„ყარსზე ბევრს ვერ ვიტყვი, რადგან ამ ნაწილზე ჯერ კიდევ ვმუშაობ.  გადაღების ნევართვას ველოდები. უბრალოდ წავედი ამ ადგილის სანახავად და იქ დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას ვესაუბრე“.

თუმცა, ენა არ არის ერთადერთი პრობლემა, რაც თეკლა ასლანიშვილს შეექმნა.

„ძნელია ინფორმაციის მიღება, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ პროექტის განვითარებაზე.  იმიტომ, რომ ჩემთვის საინტერესოა ურთიერთობა არა, მხოლოდ ჩვეულებრივ ადამიანებთან, ვინც დაინტერესებულია ან მონაწილეობს ასეთ პროექტებში, არამედ მათთან, ვინც გეგმავს და ახორციელებს პროექტს. მაგალითად, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, მაინტერესებს პროცესი, როგორ შეიმუშავეს პროექტი.  სამწუხაროდ, ასეთი ინფორმაციის მოპოვება ხელისუფლებისგანაც ძალიან რთულია.  ამ საკითხში მთავარი პრობლემები ქართულ ნაწილს უკავშირდება, აქ ჯერ არ არიან მზად ამ პროექტზე სასაუბროდ.  ჯერ არ მაქვს გარკვეული მოსაზრება, რატომ, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებებიდან გამომდინარე, რომლებთანაც ამ თემაზე ვისაუბრე, სავარაუდოა, რომ პროექტი დროში ჩამორჩება“, – ამბობს ის.

რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობას საქართველოსთვის, თეკლას ჯერ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია დასკვნების გასაკეთებლად.

„ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ ის ასე თუ ისე მნიშვნელოვანი პროექტია.  მაგალითად, ახალქალაქი ის ადგილია, სადაც სტანდარტული და საბჭოთა რელსები გვხდევა, ეს გადასასვლელი ძალიან (ლიანდაგების გამოსაცვლელი ადგილი) გვჭირდება.  ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ახალქალაქს შუძლია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია და როლი შეასრულოს საქონლის ტრანზიტში.  რა თქმა უნდა, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი პროექტია, მაგრამ ჯერ არ მუშაობს, ამიტომ ჯერ ვერაფერს ვიტყვით“, – ამბობს რეჟისორი.