წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცირე და მსხვილი ფერმერები უჩივიან, რომ კარტოფილის ზოგი ჯიში ნიადაგში დალპა. ჩვენი რეგიონისთის უფრო მეტად შესაფერის ჯიშებზე ფერმერ ეღიშე აგაჯანიანს ვესაუბრეთ.

ეღიშე აგაჯანიანი უკვე მრავალი წელია კარტოფილის მოყვანით არის დაკავებული. ის კარტოფილის რამდენიმე ჯიშს გამოყოფს, რომლებიც ჩვენი რეგიონის კლიმატური პირობებისთის მეტად შესაფერისია.

„ყველაზე შესაფერისი ნერგი — «ჯელის» ჯიშია, გამძლეა, სხვადასხვა დაავადების მიმართ იმუნიტეტი აქვს, აქვს როგორც მაღალი მოსავლიანობა, ასევე დიდი მოთხოვნა. შემდეგი მოდის ჯიში “მარფონა”. მყიდველებისთვის ჩვენ ახლა «არიზონას» ჯიშს ვთესავთ, მაგრამ ის «ჯელის» ჯიშის ხარისხამდე ვერ აღწევს. ჩემთვის „აგრიას“ ჯიში ნომერ პირველ კარტოფილად ითვლებოდა, მაგრამ ახლა უკვე აღარ აქვს ეს ხარისხი, წარმოიდგინეთ, ერთი წელი დავთესე, ჯიში ახალი იყო და მთელი მოსავალი გავყიდე, მაგრამ აღარ დავთესე, ხარისხი არ აქვს. ზოგი თესავს და ჩიფსების ქარხანაში აბარებს“, – ამბობს სპეციალისტი.

ჩიფსის დასამზადებლად «ომეგას» ჯიშის კარტოფილსაც ყიდულობენ, რომელიც არც თუ ისე გავრცელებულია.
კარტოფილის „სუსტ“ ჯიშებზე საუბრისას, სპეციალისტი აღნიშნავს, რომ სუსტი თესლი არ არსებობს, უბრალოდ, ყოველწლიურად ამა თუ იმ ტიპის თესლის ხელსაყრელი ამინდის პირობებია და, შესაბამისად, უზრუნველყოფილია მაღალი მოსავლიანობა.

„წელს, მაგალითად, «სოფიას» ჯიში «მოკვდა», შეიძლება ითქვას, რომ მოსავლის 70% მიწაში დავტოვეთ, რადგან დამპალი იყო. სხვა ჯიშებს შორისაც იყო დამპალიც, მაგრამ არც ისე ბევრი“, – ამატებს ის.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ სწორედ ახალქალაქში დაიწყო ახალი სახეობის თესლის მოყვანა, როგორც სხვა ქვეყნებიდან, ისე ადგილობრივიდან შემოტანილი. ერთ-ერთი ასეთი ჯიში „ანცი“.

ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის დირექტორი მახარე მაცუკატოვი მრავალი წელია კარტოფილის ახალი თესლის წარმოებით არის დაკავებული, თუმცა ახლა წუხს, რომ ეს პროექტები შეჩერებულია.

„2016 წელს ჯავახეთში პირველად მოვახდინეთ კარტოფილის თესლის სერტიფიცირება, ეს იყო საპილოტე პროგრამა, და აქ შევძელით მისი რეალიზება. იმ დროს ჩვენი თესლები ესტონეთიდან იყო ჩამოტანილი, ეს იყო გვიან მომწიფებული თესლები სახელწოდებით “ანცი”. ანუ მივიღეთ ელიტარული ნერგები და ელიტიდან მივიღეთ A კლასი, ის მთელი წელი გადიოდა სპეციალურ სერტიფიცირებას, ანუ მინდვრებში ვაწარმოებდით მონიტორინგს, ვუყურებდით X და Y, ასევე სხვადასხვა ვირუსებს, ეს ვირუსები მთელი წლის განმავლობაში მეთვალყურეობის ქვეშ იყო”.

„ანცის“ კარტოფილის ნერგები ახალქალაქში 4-5 წლის განმავლობაში ვრცელდებოდა და 1,20-1,50 ლარად იყიდებოდა. საკმაოდ მაღალი მოსავლიანობა ჰქონდა, მაგრამ როცა პროექტი დასრულდა, ახალი ნერგების წარმოებაც დასრულდა.

მეორედ უკვე მუნიციპალიტეტმა ახალი ნერგები USAID-ის პროექტის ფარგლებში მიიღო. ამ პროექტის ფარგლებში უკვე ადგილობრივი ქართული თესლის მოყვანა დაიწყეს.

„დავიწყეთ „წითელი მესხური“, „ჯავახეთის“ და „წკრიალას“ ჯიშების ნერგების მოყვანა. „წითელი მესხური“ გვიან სიმწიფის თესლებია, ხოლო „ჯავახეთის“ და „წკრიალას“ თესლები – საშუალო ადრეული და საშუალო გვიან სიმწიფის ჯიშებ, ამ თესლებმაც სრულად გაამართლეს. სამწუხაროდ, ეს პროექტიც დაიხურა და კვლევის გაგრძელება ვერ მოვახერხეთ. მე ყოველთვის ვურჩევ ფერმერებს, რომ თუ მათ სურთ სათესლე წარმოებაში მოხვედრა, ეს ყველაფერი პროფესიონალურად გააკეთონ. სუფრის კარტოფილის წარმოება ერთია, სათესლე კარტოფილის წარმოება — მეორე. ამიტომ მათ სათესლე კარტოფილის წარმოების ტექნოლოგია უნდა იცოდნენ და გაიარონ სერტიფიცირება, რადგან სერტიფიცირებული პროდუქცია ორ-სამჯერ უფრო ძვირია. ეჭვი არ მეპარება, რომ ადრე თუ გვიან ახალქალაქში სათესლე კარტოფილის წარმოების კულტურა დაინერგება“, – ასკვნის მახარე მაცუკატოვი.