სოფელ კოკიოს შესასვლელში ჯვარი დაამონტაჟეს. 14 ნოემბერს, ჯვრის კურთხევის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული მოვლენა დიდი აღფრთოვანებით სტუმრების მონაწილეობით გაიმართა.

kokia

ჯვრის დამონტაჟების ინიციატორები და დამფინანსებლები ფაჰლევანიანების  ოჯახია. ჯვრის გახსნაზე ბევრი სტუმარი ჩამოვიდა — როგორც ადგილობრივი, ასევე რუსეთიდან, ევროპიდან. კურთხევა არაგვას ეკლესიის სასულიერო მოძღვარმა ტერ დავიდ კიურეღიანმა, სასულიერო მამის ტერ თადეოს მკრტჩიანის მონაწილეობით აღავლინა.

kokia3

„ჩემი ვაჟი დიდხანს ფიქრის შემდეგ ამ საქმეს დიდი სიყვარულით მოეკიდა. რატომ ზუსტად დღეს? დღეს მისი დაღუპული დედის, ჩემი ცოლის, დაბადების დღეა. მისი დედის საპატივცემოთ, რაიონისთვის, ქვეყნისთვის ამ იდეის რეალიზაცია მოახდინა. ის ფიქრობდა, რა გაეკეთებინა სოფლისთვის, და ამ იდეამდე მივიდა“,- კომენტარი გააკეთა ვარაზდატ ფაჰლევანიანმა, ქველმოქმედმა.

მისი თქმით, სამუშაოები დაახლოებით ერთი თვის წინ დასრულდა, სოფლის ახალგაზრდები ეხმარებოდნენ, დახმარება ახალქალაქის მერიამაც გაუწია. როგორც ვარაზდატ პაილევანიანმა აღნიშნა, მას არა მხოლოდ კოკიოსთვის, არამედ მთელი რაიონისთვის სურს კიდევ ბევრი საქველმოქმედო პროექტის განხორციელება.

kokia4

kokia5

kokia6

ღონისძიებაზე დაპატჟებული იყვნენ ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლები — ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი და მისი მოადგილეები, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და სხვები. ჯვრის კურთხევის შემდეგ ისინი სიტყვით გამოვიდნენ.

kokia8

სოფლის ახალგაზრდებს ჯვრის დამონტაჟება ძალიან გაეხარდათ.

„მე, როგორც კოკიოს ახალგაზრდა ადამიანი, ამ ქველმოქმედებისთვის ფაჰლევანიანების ოჯახის მადლობელი ვარ. ამ ჯვარმა ჩვენი თანასოფლელები და ჩვენი ჯავახეთის მოსახლეობა აკურთხოს. დღეს ძალიან ბევრია ჩამოსული სტუმარი, მე თვითონაც, როგორც კი გავიგე, მაშინვე ჩამოვედი, რომ ამ მხიარულ მოვლენას დავესწრო“, — კომენტარი გააკეთა ღონისძიების ერთ-ერთმა სტუმარმა როსტომ დავთიანმა.

kokia9