13 ნოემბერს, ახალქალაქის საკრებულოს დარბაზში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მე-10 კლასის წარჩინებულ მოსწავლეებს, რომლებმაც მე-7, მე-8 და მე-9 კლასები წარჩინებით დაამთავრეს, განათლების სამინისტროსგან ნოუთბუქები აჩუქეს.

resurs2

resurs

წელს მუნიციპალიტეტის 16 სკოლის სულ 50 წარჩინებული მოსწავლე იყო. წარჩინებული მოსწავლეების სკოლებს შორის 5 ქალაქის სკოლაა, 11 მუნიციპალიტეტის სოფლების სკოლებია.

დასაჩუქრების დასაწყისში სიტყვით ახალქალაქის განათლების რესურს-ცენტრის დირექტორი თერეზა ჩივჩიანი გამოვიდა. მან მოსწავლეებს მიულოცა და აღნიშნა, რომ ყოველ წელს წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა იმატებს.

resurs11

„ამასთან დაკავშირებით, როგორც მოსწავლეებს გვინდა თქვენი პირველი გამარჯვება მოგილოცოთ, გვინდა განათლების სფეროში თქვენი წარმატება გაგრძელდეს“,- თქვა მან.

შემდეგ სოფელ დილისკას, ვაჩიანის, ხულგუმოს მოსწავლეებმა სიტყვით გამოსვლა სთხოვეს და მათი მაღალი აკადემიური მოსწრების წახალისებისთვის თავიანთი სკოლების კოლექტივს და დირექტორს, ახალქალაქის განათლების რესურს-ცენტრს და განათლების სამინისტროს გადაუხადეს მადლობა.

resurs3

resurs4

resurs5

როგორც რესურს-ცენტრის დირექტორმა Jnews-სთან საუბარში აღნიშნა, სამინისტროსგან ნოუთბუქებს ღებულობენ ის მოსწავლეები, რომლებიც მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში წლიურ 10 შეფასებას ღებულობდნენ. ეს მოსწავლეები ახლა მე-10 კლასში არიან.

resurs7

resurs10

resurs9

აღვნიშნავთ, რომ გასულ წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მაღალი აკადემიური მოსწრების წახალისებისათვის კომპიუტერი 31-მა მოსწავლემ მიიღო. მოსწავლლებს წამახალისებელი საჩუქრები „ჩემი პირველი კომპიუტერი“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაეცემათ, რომელიც საქართველოში 2010 წლიდან მოქმედებს.