12 ივლისს, ქალაქ ნინოწმინდაში და 13 ივლისს, სოფელ ოლავერდში ArMat-ის საინჟინრო ლაბორატორიების ოფიციალური გახსნის ცერემონიები გაიმართება. ამის შესახებ ფონდი “ჯავახეთის მხარდაჭერა” იტყობინება.
ფონდი “ჯავახეთის მხარდაჭერა” (ქველმოქმედი არმენ გარსლიანი) ნინოწმინდაში ArMat-ის დაარსების პროგრამას ახორციელებს რაფაელ ჯავახ კარსლიანის სახელობის ახალგაზრდულ კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრთან პარტნიორობით, სომხეთის სამოციქულო ეკლესიასთან და მოწინავე ტექნოლოგიების საწარმოთა კავშირის თანადგომით.
ხოლო, ახალქალაქის რაიონის სოფელ ოლავერდში «არმატის» დაფუძნების პროექტს ფონდი «ჯავახეთის მხარდაჭერა»ფონდი ახორციელებს (სპონსორები: გრიგორ ტაშჩიანი, ოლავერდიდან ქველმოქმედი, «ჯავახეთის მხარდაჭერა» პერმის ფონდის წარმომადგნელი) მოწინავე ტექნოლოგიების საწარმოთა კავშირის პარტნიორობით.
«არმატის» საინჟინრო ლაბორატორიებში 10-18 წლის ბავშვები ეცნობიან მეცნიერებას, ტექნიკას, ინჟინერიასა და მათემატიკას ინტერაქტიულ კლასგარეშე აქტივობებით, საინტერესო კონკურსებით, ინოვაციური ბანაკებით.
ამ პროგრამის წყალობით თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეცნიერების სამყარო კარს უღებს რეგიონის ბავშვებს.
დავამატებთ, რომ ჯავახეთში «არმატის» უკვე 7 საინჟინრო ლაბორატორია მუშაობს, სადაც 500-ზე მეტი ბავშვი იღებს უფასო ტექნოლოგიურ განათლებას.
ივნისში ხელი მოეწერა შეთანხმებას «ჯავახეთის მხარდაჭერის» ფონდს და მოწინავე ტექნოლოგიურ საწარმოთა კავშირს (UITE) შორის, რომლის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი «ჰრაირი და ანა ოვნანიანი» უზრუნველყოფს უახლოეს თვეებში საინჟინრო ლაბორატორიების გახსნის დაფინანსებას ახალქალაქის რაიონის სოფელ ბეჟანოში და წალკის რაიონის სოფელ გუშჩიში.