ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალქალაქის სადგურზე ელექტროსაკომუნიკაციო სამუშაოები ATF Georgia-მ აწარმოა. 100-მდე თანამშრომელს ერთი წლის წინ 1-3 თვის ხელფასი არ აუღიათ.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შვიდი წლის წინ შევიდა ექსპლუატაციაში, მაგრამ დღეს ისევ ახალქალაქის სადგურთან მიმდებარე ტერიტორია დიდ სამშენებლო ობიექტს ჰგავს, იქ სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.
კომპანია ATF Georgia ახალქალაქის სადგურის ტერიტორიაზე რამდენიმე წელია ახორციელებს ელექტროსაკომუნიკაციო სამუშაოებს. ეს კომპანია ბაქო-თბილისი-ყარსის მშენებლობის იმ მცირერიცხოვან კონტრაქტორებს შორისაა, რომელიც ძირითადად ადგილობრივ მოსახლეობას და ზოგადად საქართველოს მცხოვრებლებს ქირაობდა მომუშავედ. ამ კომპანიაში მუშაობდნენ ახალქალაქიდან, ნინოწმინდიდან, მარნეულიდან, ბოლინისიდან და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებიდან. მიმდინარე წლის დასაწყისიდან, როგორც ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, კომპანია ბაქო-თბილისი-ყარსზე აღარ მუშაობს. დაახლოებით 100 მომუშავეს, რომლებიც გასული წლიდან ელოდნენ ხელფასს, მისი მიღების იმედი მაინც აქვთ. ერთ-ერთი მათგანია ბარსეღ ბაბაჯანიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკადან. ის იქ დარაჯად და მძღოლად მუშაობდა. მძღოლის ხელფასი სრულად მიიღო, მაგრამ კომპანიას დარაჯის ხელფასი 1 თვისა და 20 დღის გადასახადი არ გადაუხდია. ბარსეღ ბაბაჯანიანი ATF-ში გასულ წელს სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა.
მისი თქმით, ATF კომპანიას დაახლოებით 100 თანამშრომლის დავალიანება აქვს. ზოგის ერთი თვის, ზოგის 2 ან მეტის. ფოკადან კომპანიაში 6 ადამიანი მუშაობდა, სოფელ ყულალისიდან, მარნეულიდან და ბოლნისიდანაც იყვნენ.
„ვუჩივლეთ, წავედით თბილისში, კომპანიის ოფისში, არავინ მიაქცია ჩვენს საჩივარს ყურადღება, შემდეგ მივედით თბილისში ბაქოს საელჩოში. იქ გვითხრეს, რომ ჩვენი ფული არ დაიკარგება, შესაბამის ზომებს მიიღებდნენ. ჩემთვის 1 თვის 20 დღის დავალიანება აქვთ, ზოგს 4-5 თვის ხელფასი არ გადაუხადეს“, – ამბობს ბარსეღ ბაბაჯანიანი.
ბაბაჯანიანის თქმით, კომპანიის დავალიანება ყველასთან განსხვავებულია, კომპანიას 1600 ლარი მისთვის დავალიანება აქვს.
„სადახლოდან ერთი ადამიანის 5 ათასი ლარის დავალიანება ჰქონდათ“, – ამბობს ის.
ბაბაჯანიანმა ასევე თქვა, რომ ATF-ს თბილისში ახალი მენეჯერი ჰყავს, რომელიც წინას უჩივის. მისი თქმით, თუ ძველი ხელმძღვანელი მოიგებს სასამართლო საქმეს, სავარაუდოდ, ფულს მიიღებენ, მაგრამ თუ ახალი ხელმძღვანელი გაიმარჯვებს, ფულის მიღების იმედი არ არის, რადგან მათ ყოფილი ლიდერი დაპირდა.
Jnews-მა კომპანიასთან დაკავშირება ამ ეტაპზე ვერ მოახერხა იმის გასარკვევად, თუ როდის გადაუხდიან თანამშრომლებს დავალიანებას, თუმცა შევეცდებით ATF კომპანიას დავუკავშირდეთ თანამშრომლების საჩივრებთან დაკავშირებით განმარტების მისაღებად.