„სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება თანაბარი და სრული მონაწილეობისთვის სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია HEKS-EPER Georgia, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, 18 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციების პლატფორმამ ახალქალაქში, ზრდასრულთა განათლების ცენტრში ახალგაზრდების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და განათლების სფეროს ექსპერტების მონაწილეობით შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრის მთავარი თემა ახალგაზრდების პრობლემები და თვითრეალიზაციის გზები იყო.
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ახალგაზრდებმა, რომლებმაც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტი დაამთავრეს და ახალქალაქში დაბრუნდნენ, ასევე მათთან ერთად, ვინც სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებში სწავლობდა ან დაამთავრა, პლატფორმისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად განათლების სფეროში არსებული პრობლემები განიხილეს, მათ შორის, სახელმწიფო ენის სწავლის სირთულეები და დასაქმებისთვის სახელმწიფო ენის საჭიროება, ასევე 1+4 პროგრამა, პროგრამის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომელიც სპეციალურად საგანმანათლებლო სისტემაში საქართველოს ეთნიკური უმცირესობებისთვის დაინერგა.
აღვნიშნავთ, რომ მოწვეულნი იყვნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, ასევე „1+4“ პროგრამის წარმომადგენლები, რომლებმაც საბოლოოდ მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.