სახელმწიფო აუდიტმა 2018-2019 წლებში სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა შეისწავლა. შედეგად დაიხურა ორი წრე – კომპიუტერული და კულინარიული. აუდიტის დასკვნის მიხედვით, წრეების დახურვის მიზეზი გახდა ის, რომ დაწესებულებას არ გააჩნდა ამ წრეების შესასწავლად საჭირო კომპიუტერული და სამზარეულოს აღჭურვილობა, – ამის შესახებ რადიო NOR-ი წერს. დაწესებულების პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღსაზრდელებს ინვენტარი თან მოჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ 2018-2019 წლებში დაწესებულებამ ქალაქის ბიუჯეტიდან 112 000 ლარი მიიღო.

ნინოწმინდის გარე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამჟამად 7 წრე ფუნქციონირებს: ფერწერა, ქარგვა, ჭრა-კერვა, პოეზია, ქსოვა (ორიგამი, კანზაში, მძივები) და ახალგაზრდა მკითხველთა წრე.

2019 წლამდე ამ დაწესებულებაში მეტი წრე იყო, მათ შორის კომპიუტერული და კულინარიული.

დაწესებულების საქმიანობა აღნიშნული იყო „შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში“, რომელიც 2021 წლის თებერვალში გამოქვეყნდა.

„ამ წრეების ხელმძღვანელებმა ვერ დაადასტურეს, რამდენად ეფექტიანია სკოლისგარეშე განათლების დაწესებულების მიერ ამ მიმართულებით გაწეული მუშაობა დახარჯულ ფინანსურ რესურსებთან მიმართებაში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის განყოფილების უფროს ლევონ ვართანიანის თქმით, განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ნინოწმინდის მერიაში შეიქმნა აუდიტის სამსახური, რომელიც მერიის მიერ დაფინანსებულ დაწესებულებებს წელიწადში ერთხელ აკონტროლებს, აკეთებს დასკვნებს და იძლევა რეკომენდაციებს.

ამჟამად დაწესებულებაში მხოლოდ ზემოაღნიშნული 7 წრე ფუნქციონირებს. დაწესებულების მუნიციპალური სუბსიდიის ზომა 2022 წლისთვის 57 700 ლარია, რაც დაახლოებით ორჯერ ნაკლებია 2018-2019 წელთან შედარებით. დაწესებულების დირექტორის ასთღიკ დარბინიანის თქმით, თანხის ძირითადი ნაწილი, 44 352 ლარი, თანამშრომელთა ხელფასს შეადგენს, დანარჩენი კი კომუნალური გადასახადებისა და საოფისე ხარჯების გადახდაზე იხარჯება.

„დაწესებულებაში სწავლებისა და სხვადასხვა უნარების გამომუშავების გარდა, ღონისძიებებსაც ვატარებთ. ძირითადად, ეს არის პოეზიის საღამოები, კონკურსები და გამოფენები“, – ამბობს ის.

დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ადრე გათბობის პრობლემა იყო, მაგრამ ეს ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული და ახლა ეს პრობლემა მოგვარებულია. ასევე აღნიშნა, რომ მათ აქვთ სივრცის პრობლემა. მხოლოდ ერთი კაბინეტი და ერთი ოთახი და სააქტო დარბაზის საჭიროება იგრძნობა.

მასალა რადიო “ნორში” გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადდა.