„სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრული მონაწილეობისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია HEKS-EPER Georgia ახორციელებს, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სამცხე-ჯავახეთის ახალქალაქის საზოგადოებრივი ორგანიზაციების პლატფორმამ ახალგაზრდების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრის მთავარი თემა ახალგაზრდების პრობლემები და თვითრეალიზაციის გზები იყო.
შეხვედრა Jnews-ის ოფისში გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეული იყო ჯავახეთში მოქმედი ხუთი პარტიის წარმომადგენელი. შეხვედრაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ქართული ოცნების“ და „ლელოს“ წარმომადგენლები არ მოსულან. კოალიცია „ცვლილებებისთვის“ რეგიონული წარმომადგენლები ნიკოლოზ ბეგიაშვილი და პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ სოფო ხორგუანი მონაწილეობდნენ. შეხვედრის მონაწილეებს შორის იყო ასევე 5 ახალგაზრდა, რომლებმაც ახლახან დაამთავრეს საქართველოს უნივერსიტეტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ISFED ორგანიზაციის დამკვირვებელი.
შეხვედრის მთავარ საკითხებს Jnews-ის „ჯავახეთის მომავალი“ პროგრამაში წარმოგიდგენთ: