ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა.
პირველი მიწისძვრა თბილისის დროით 04:53 საათზე ქალაქ თიანეთთან, სოფელ ბინდაურთასთან მოხდა 3,9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის.
მეორე მიწისძვრის ბიძგები კი თბილისის დროით 09:03 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიძლიერემ 3,8 მაგნიტუდა შეადგინა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი თბილისიდან 60კმ-ში, ქალაქ თიანეთიდან ჩრდილოეთით 25კმ-ში, კურორტ ვაჟასწყაროსთან ერთ კმ-ში მოხდა.