საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალქალაქისა და ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების სია და ინფორმაცია გამოაქვეყნა, თუ რომელ პარტიებს ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები საოლქო კომისიებში.
საქართველოს მასშტაბით 84 საოლქო საარჩევნო კომისია შეიქმნა. თითოეულ საოლქო კომისიაში 17 კაცია, საიდანაც 8 საუბნო კომისიის წევრია, 9 პარტიის წარმომადგენელი.
3 სექტემბრის მდგომარეობით, ახალქალაქის №40 საოლქო საარჩევნო კომისიას 17 წევრი ჰყავს. აქედან 5 საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის (ცესკო) თანამშრომელია, 3 – დროებითი მომუშავეა და 9 – პარტიის წარმომადგენელია.
№40 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე – ჰასმიკ მარანგოზიანი.
ცესკოს მოადგილე – პაატა ფანჯაკიძე.
ცესკოს მდივანი – ზურიკო მელიქიძე.
ორი მუდმივი წევრი – ალბერტ თევანიანი და რაფიკ კარაპეტიანი.
დროებითი წევრები – მნაცაკან ფამბუხჩიანი, ნორიკ კარაგებაკიანი, ნარინე მოსოიანი.
ახალქალაქის ცესკოში წარმოდგენილია შემდეგი პარტიები:
3 სექტემბრის მდგომარეობით ნინოწმინდის №41 საოლქო საარჩევნო კომისიას შემდეგი შემადგენლობა აქვს.
№41 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე – სეირან კიურეღიანი.
საოლქო საარჩევნო კომისიის მოადგილე – გია გაჩეჩილაძე.
მოადგილე – ზარუი ესოიანი.
კოკისიის მუდმივი წევრები – რუზანა მკრტჩიანი და კარინე ტერტერიანი.
კომისიის დროებითი წევრები – მაია ზედგინიძე, ნაზელი სარკისიანი და კარინე ტერტერიანი.
ნინოწმინდის ცესკოში წარმოდგენილია შემდეგი პარტიები: