საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. წელს პირველად ახალქალაქში ამომრჩევლები ხმას ელექტრონულ ფორმატში მისცემენ.

არჩევნებამდე მოქალაქეებს საშუალება აქვთ შეამოწმონ და გაარკვიონ, რომელ უბანზე მისცემენ ხმას. ამასთან დაკავშირებით, თქვენ უნდა შეასრულოთ რამდენიმე ქმედება, რომელიც ძალიან ცოტა დროს წაგართმევთ.

ამგვარად, ნაბიჯები უნდა შესრულდეს შემდეგი თანმიმდევრობით:

  1. პირველ რიგში, შეამოწმეთ, ხართ თუ არა შეყვანილი ამომრჩეველთა სიებში, რისთვისაც საჭიროა ეწვიოთ ამომრჩეველთა ელექტრონულ სიას: https://voters.cec.gov.ge/, რათა გაიგოთ ზუსტად სად ხართ რეგისტრირებული ამომრჩევლად.

yntrutyunner

ზემოაღნიშნულ გვერდზე შესაბამის ველში თქვენი პერსონალური მონაცემების შეყვანით თქვენ შეძლებთ იხილოთ ინფორმაცია თქვენი საარჩევნო უბნის შესახებ. პირველ სვეტში შეიყვანეთ თქვენი ID კოდი, მეორეში გვარი.

yntrutyunn

2.შემდეგ დააწკაპუნეთ იქ, სადაც ისარია და ეკრანზე გამოჩნდება იმ საარჩევნო უბნის მისამართი, სადაც 26 ოქტომბერს უნდა მისცეთ ხმა.

yntrutyunner 2

ხაზს ვუსვამთ, რომ წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 62 საარჩევნო უბნიდან 28 ხმას ელექტრონული სისტემით მისცემს.

საქართველოს „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების მიხედვით, კენჭისყრა ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელდება იმ საარჩევნო უბნებზე, რომლებიც ქალაქიდან არაუმეტეს 20 კმ-ის დაშორებით არიან განლაგებულნი და სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 3000-ს და არანაკლებ 300-ს შეადგენს.