მიმდინარე წლის 8 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებიდან ჯამში 15.172 მლრდ ლარი შევიდა, საიდანაც თითქმის 32% მოქალაქეების მიერ გადახდილ გადასახადებზე მოდის.
ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ფიზიკური პირების გადასახადებიდან სახელმწიფო ხაზინაში 4.804 მლრდ ლარი შევიდა, 2023 წლის იგივე პერიოდში 4.049 მლრდ ლარი.
ამასთან, წელს საანგარიშო პერიოდში 4.804 მლრდ ლარი საშემოსავლო გადასახადზე მოდის, 50.440 მლნ ლარი – მეწარმე ფიზიკურ პირთა საქმიანობით მიღებული შემოსავლების გადასახადზე, 130.564 მლნ ლარი ფიზიკური პირის მიერ მიღებული დივიდენდებიდან და ა.შ.
ცნობისთვის, წელს იანვარ-აგვისტოში სახელმწიფო ხაზინაში ჯამში 22.739 მლრდ ლარი შევიდა.