პირველი კლასის ბავშვების ასაკობრივი ზღვარი იცვლება. თუკი 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში არიან ის ბავშვები, რომლებსაც 1 დეკემბრამდე შეუსრულდათ 6 წელი, მაშინ 2025-2026 სასწავლო წელს პირველ კლასში შეიძლება ჩაირიცხონ ის ბავშვები, რომლებსაც 31 დეკემბრამდე შეუსრულდათ 6 წელი.

საქართველოში დაწყებითი სკოლის ზოგადი განათლების საფეხურზე სწავლის საწყისი ასაკი 6 წელია. ახალი ცვლილების თანახმად, თუ ბავშვს სასწავლო წლის დაწყებიდან 31 დეკემბრამდე შეუსრულდება 6 წელი, მაშინ მშობლების გადაწყვეტილებით მას უფლება აქვს ნებაყოფლობით დაიწყოს სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწყებით საფეხურზე.

ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში, ცვლილება 2025 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.

დამატებით დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე გადასვლით.