Numbeo აქვეყნებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასების სტატისტიკას 96 ქვეყანაში. რეიტინგში შემავალი ქვეყნები დასახელებულია შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ცალმხრივი მგზავრობის საშუალო ფასით.

96 ქვეყანას შორის საქართველომ 37 ცენტით 73-ე ადგილი დაიკავა. რეიტინგის მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფრო ძვირია თურქეთში (63 ადგილი, 53 ცენტი) და რუსეთში (71 ადგილი, 40 ცენტი), ვიდრე საქართველოში.

აზერბაიჯანსა და სომხეთში ტრანსპორტი უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში. სომხეთში მგზავრობა 26 ცენტი ღირს (85 ადგილი) და 24 ცენტი აზერბაიჯანში (88 ადგილი).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, მონაცემების მიხედვით, ყველაზე ძვირი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა შვეიცარიაშია – 4,13 დოლარი, ყველაზე იაფი კი ლუქსემბურგში, სადაც უფასოა.

ტოპ 5 ქვეყანა, სადაც მოგზაურობა შედარებით ძვირია, არის:

შვეიცარია: $4,13;

ნორვეგია: $4,01;

ნიდერლანდები: $3,81;

დანია: $3,6;

შვედეთი: $3,54.

ხუთი ქვეყანა, სადაც მოგზაურობა შედარებით იაფია, არის:

ლუქსემბურგი: უფასო;

უზბეკეთი: 15 ცენტი;

პაკისტანი: 18 ცენტი;

კუბა: 20 ცენტი;

ეგვიპტე: 21 ცენტი.