საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტები საქართველოში ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ბენეფიციარები არიან. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის თანახმად, თუ სტუდენტი სწავლობს ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში სხვადასხვა საფეხურზე, მათ შორის ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში, მას შეუძლია ისარგებლოს მისთვის შექმნილი შესაძლებლობებით.
„ევექსის“ კლინიკებში ყველა სტუდენტს შეუძლია დარეგისტრირება უფასოდ, რათა მომავალში ისარგებლოს დაზღვევით.
გაუმჯობესებული უნივერსალური სტუდენტური დაზღვევის პაკეტი მოიცავს შემდეგ პირობებს:
ჩამოთვლილი სპეციალისტების კონსულტაციები 100%-იანი დაფინანსებით
კვლევები ოჯახის ექიმის დანიშნულებით 100%-იანი დაფინანსებით:
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტი საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში უნდა დარეგისტრირდეს თბილისის ნებისმიერ „ევექსის“ პოლიკლინიკაში.
დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ დარეგისტრირება „ევექსის“ სარეგისტრაციო ცენტრებში ან უნივერსიტეტებში დაარსებულ პოლიკლინიკებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის, შედით მოცემული ბმულში.
იმ უნივერსიტეტების ჩამონათვალს, რომელთა სტუდენტებსაც შეუძლიათ ზემოაღნიშნული პროგრამებით სარგებლობა, გაეცანით ბმულს.