საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახური ძალადობის სტატისტიკა წლის მეორე კვარტალში გამოაქვეყნა. რომლის მიხედვითაც, ყველაზე მეტი ოჯახში ძალადობა დედაქალაქ თბილისში დაფიქსირდა, ყველაზე ნაკლებად კი რაჭა-ლეჩხუმში. სამცხე-ჯავახეთში ოჯახური ძალადობა 172 ადამიანს დაექვემდებარა, შემაკავებელი ორდერი 96 ადამიანზე იქნა გამოყენებული.

2024 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 8025 შეადგინა. მათ შორის – 659 მამაკაცი და 3 457 ქალი. (ოჯახში ძალადობის შემთხვევების რაოდენობა შეიძლება არ შეესაბამებოდეს შემთხვევათა საერთო რაოდენობას, ვინაიდან პირი შეიძლება რამდენჯერმე განიცადა ოჯახში ძალადობა). ოჯახში ძალადობის ჩამდენი მამაკაცების საერთო რაოდენობამ 3288 შეადგინა, ხოლო ქალების რაოდენობამ – 623.

ამრიგად, წარმოგიდგენთ მთელი ქვეყნის სტატისტიკას.

სამცხე-ჯავახში ოჯახური ძალადობა 172 ადამიანმა განიცადა.
აჭარაში: 773,
გურიაში: 84,
თბილისში: 3768,
იმერეთში: 692,
კახეთში: 697,
მცხეთა-მთიანეთში: 107,
სამეგრელო-ზემო სვანეთში: 376,
ქვემო ქართლში: 909,
შიდა ქართლში: 425,

ერთი მოძალადე ქალი რეგისტრირებულია ძირითადად 13 წლის და უმცროს ასაკში, 14-17 წლის ჯგუფში 6, 18-24 წლის ჯგუფში 46, 25-44 წლის ჯგუფში 285, ხოლო 45-60 წლის ჯგუფში 172, 61 წელს გადაცილებულ ასაკობრივ ჯგუფში 113.

რაც შეეხება მოძალადე მამაკაცებს, ერთი მოძალადე მამაკაცი დარეგისტრირდა 13 და უმცროსთა ასაკობრივ ჯგუფში, 9 მოძალადე მამაკაცი გამოვლინდა 14-17 წლის ჯგუფში, 157 18-24 წლის ჯგუფში. 25-44 წლის ჯგუფში – 1948, ხოლო 45-60 წლის ჯგუფში 947 მოძალადე მამაკაცი. რაც შეეხება 61 წელს გადაცილებულ ასაკობრივ ჯგუფს, გამოვლინდა 231 მოძალადე მამაკაცი.

რაც შეეხება ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს, 13 წლის და უმცროსი ასაკის ჯგუფში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 51 გოგონა, 14-17 წლის ჯგუფში – 128, 18-24 წლის ჯგუფში – 301. 25-44 წლის ასაკობრივ ჯგუფში 1861, 45-60 ასაკობრივ ჯგუფში 659 და 61 წელზე უფროსი ასაკის 456 ქალი გამოვლინდა.

რაც შეეხება ოჯახურ ძალადობას დაქვემდებარებულ მამაკაცებს, მათი რიცხვი ქალებთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია. ამგვარად, 13 და უმცროსთა ჯგუფში ოჯახში ძალადობა 72 ბიჭს დაექვემდებარა, 14-17 წლის ჯგუფში – 28, 18-24 წლის ჯგუფში – 50, 25-44 წლის ჭგუფში – 185, 45-50 წლის ჯგუფში 157 და 61 წელზე უფროსი ასაკის ჯგუფში 167 მამაკაცი.

ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტზე შემაკავებელი ორდერი 4418 პირზე იქნა გამოყენებული.