კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სოციალური აქტივობის მკვეთრი ვარდნის შედეგად, საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი იძულებით გაჩერდა. ამასთანავე, საქმიანობის ის სახეობები, რომლებიც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, შეძლებისდაგვარად მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას ცდილობენ.
მაგრამ ეს ყველას არ გამოსდის. კვლევითი ცენტრ ISET-ის ინფორმაციით, საქართველოს დასაქმებული მოქალაქეების 52% ეკონომიკის ისეთ სექტორებში მუშაობენ, სადაც დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა თანამშრომლების მხოლოდ 20%-ს აქვს.
ასეთი სფეროებია: სოფლის მეურნეობა (5%), სასტუმროები და რესტორნები (3%), მშენებლობა (14%), ტრანსპორტი და ლოჯისტიკა(14%).
ეკონომიკის მხოლოდ 5 სექტორს შეუძლია მისცეს თავს უფლება თავისი თანამშრომლებიც ნახევარზე მეტი დისტანციურად ამუშაოს, თუმცა ამ სექტორში დასაქმებულია შრომისუნარიანი მოქალაქეების მხოლოდ 15% – ინფორმაცია და კომუნიკაცია (62%), ფინანსები და დაზღვევა (72%), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნოლოგიური საქმიანობა (76%), ადმინისტრაციული ორგანოები (75%) და განათლების სისტემა (71%).
საერთო ჯამში, შრომისუნარიანი მოსახლეობის მხოლოდ 24% -ს აქვს დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა, დასაქმებულთა 58%-ს, ანუ 1 300 000 -ს ადამიანს არ შეუძლია დისტანციურად მუშაობა, რასაც შედეგად შემოსავლის დაკარგვა მოჰყვება.
გარდა ამისა, ინტერნეტი, რომლის გარეშეც დისტანციურად მუშაობა შეუძლებელია, ქვეყანაში მხოლოდ 52%-ით არის ხელმისაწვდომი. ქალაქებში ინტერნეტი მოსახლეობის 28 %-ს არ აქვს, სოფლებში კი – 74%-ს.
წყარო: bizzone.info