არასამთავრობო ორგანიზაცია ISET-ის დამუშავებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ადამიანი ევროკავშირთან შედარებით საშუალოდ 7 წლით ნაკლებს ცხოვრობს.
ISET-მა ქართულ და სომხურ ენებზე სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოში ადამიანები ევროკავშირთან შედარებით საშუალოდ 7 წლით ნაკლებს ცხოვრობენ. სტატისტიკის ნახვა შეგიძლიათ ISET-ის გვერდზე.
“საქსტატის” მონაცემებით, 2023 წელს სიცოცხლის ხანგრძლივობა 1,3 ერთეულით გაიზარდა და 75,0 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისთვის 70,6 და ქალებისთვის 79,4.
2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის საშუალო ასაკი 38 წელია.
სიცოცხლის ხანგრძლივობის შეფასება 2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებში სხვადასხვა ასაკის მოსახლეობისთვის გაეროს შეფასებების მიხედვით
შვეიცარია- 83,9
ესპანეთი- 83,6
გერმანია- 81,3
საფრანგეთი-83,3
ირლანდია-82,4
ფინეთი -81,9
შვედეთი-83,2