2023 წლის შემოდგომაზე თეთრობის ნაკრძალში იმერეთიდან, საჩხერის მეურნეობიდან ჩამოტანილი 300 ნაცრისფერი გნოლი გაუშვეს. Jnews-ი მეორედ დაინტერესდა, ჩიტებმა ფესვები გაიღეს და გადაურჩნენ თუ არა ჯავახეთის მკაცრ ზამთარს, რადგან ის ძალიან განსხვავდება იმერული ზამთრისგან. თუმცა, იმის გამო, რომ გნოლებს არ გააჩნდათ გამორჩეული რგოლები, შეუძლებელია ტყეში მფრინავი ადგილობრივი გნოლების გასულ შემოდგომაზე გამოშვებულებისგან განსხვავება.

Jnews-ი გასულ შემოდგომაზე გამოშვებული გნოლების ბედის შესახებ პირველად „ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებში“ 2024 წლის აპრილში დაინტერესედა. მაშინ ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრს საპასუხოდ უთხრეს, რომ თეთრობის ნაკრძალის მთებში ჯერ კიდევ თოვლია და იქ მისვლა ძნელია.

თუმცა „ჯავახეთის დაცული ტერიტორიებიდან“ ამჯერადაც მივიღეთ პასუხი, რომ თეთრობში შარშანდელ შემოდგომამდე იყო გნოლები, ახლა კი რეინჯერები მათ ვეღარ ამჩნევენ, გნოლების ზუსტი რაოდენობა უცნობია, ასევე უცნობია, შეძლეს თუ არა გამოშვებულმა ნაცრისფერმა გნოლებმა ზამთრის გადალახვა, რადგან ისინი არ იყვნენ მონიშნული (ფრინველების ინდივიდუალურად მონიშვნის მეთოდი, რომელშიც მსუბუქი ლითონის ან პლასტმასის რგოლი უკეთდება ფრინველის ფეხს, სადაც ფრინველის ნომერი და მონიშვნის ადგილია მითითებული).

გასული წლის 28 სექტემბერს თეთრობის ნაკრძალში ველურ ბუნებაში ენდემური სახეობის მოსაშენებლად 300 ნაცრისფერი გნოლი გაუშვეს. ჩიტები გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ქალაქ საჩხერიდან ჩამოიყვანეს. ამ საქმეში მათ ადგილობრივი ხელისუფლება და ჯავახეთის დაცული ტერიტორიები დაეხმარნენ. ვინაიდან ადგილი, სადაც ფრინველების გაშვება იყო დაგეგმილი, ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს.

აღნიშნული აქცია ფონდ „ქართუს“ ინიციატივით განხორციელდა, ჩიტები სამცხე-ჯავახეთს ადგილობრივი გნოლების გამრავლებისა და აღდგენის მიზნით გადაეცა.
პოპულაციის აღსადგენად ასევე დაგეგმილია რუხი გნოლისა და კავკასიური როჭოს გაშვება.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ეს არის მეორე ექსპერიმენტი, საერთო ჯამში ბუნებაში 3750 რუხი როჭოა გაშვებული. ახალქალაქში ფრინველები ველურ ბუნებაში მხოლოდ თეთრობის ნაკრძალშია გაშვებული. ფრინველების გაშვების შემდეგ პოპულაციას ჯავახეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერები ადევნებენ თვალს.