“Open Tbilisi” ონლაინ კუმიტე კარატე-დოს საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა მიიღეს სპორტსმენებმა 6 ქვეყნიდან: აშშ, საქართველო, საფრანგეთი, ყაზახეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი. მონაწილე სპორტსმენები 500 სხვადასხვა დისციპლინაში იყვნენ დარეგისტრირებული. ახალქალაქის სპორტული სკოლის ოთხი სპორტსმენიდან სამმა პირველი ადგილი დაიკავა.
“Online Kata-Open Tbilisi“ კარატე-დოს საერთაშორისო შეჯიბრის მეორე ტურის შემდეგ სპორტსმენების “Online Kumite-Open Tbilisi“ კარატე-დოს საერთაშორისო შეჯიბრის რესგიტრაცია დაიწყო, რომელიც MYUVENTEX სპორტული პორტალის გვერდზე გაიმართა.
შეჯიბრი საქართველოს კარატე-დო ეროვნული ფედერაციისა და MYUVENTEX სპორტული პორტალის მიერ იყო ორგანიზებული.
შეჯიბრი კარატეს ქულების ტექნიკის 14 სხვადასხვა ვარიანტით გაიმართა, რომელსაც მსაჯები W.K.F სისტემით აფასებდნენ.
აღნიშნულ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო ახალქალაქის სპორტული სკოლის ოთხმა სპორტსმენმა, რომლებსაც რაფაელ დარბინიანი ავარჯიშებს. მათგან სამმა შემდეგი ადგილები დაიმსახურა:
– აქსანნა ავეტიანი – (გოგონები) 16-17 წელი – 1 ადგილი
– კიმ ნორსოიანი – (გოგონები) 14-15 წელი – 1 ადგილი
– სესაძე დავით – 16-17 წელი – 3 ადგილი
კორონავირუსის პანდემიამ მეცადიენობათა სისტემასა და კარატეს შეჯიბრის ორგანიზებაზე იმოქმედა. საქართველოს კარატე-დო ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის კახა ბასილიას თქმით, ივლისის თვეში თუკი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე იქნება ნებადართული, კარატეს შეჯიბრი ჩვეულ რეჟიმში გაიმართება, თუ არა, ის კვლავ online რეჟიმში იქნება ორგანიზებული.