ორგანიზაცია TI Georgia-ს (საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო) ინფორმაციით, წელს, 2024 წლის 2 ივლისის მდგომარეობით, ყველაზე მეტი შემოწირულობა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მმართველმა პარტიამ მიიღო – 788 206 ლარი, ხოლო „სახელმწიფოს მოძრაობა ხალხისთვის” პარტიამ ყველაზე ცოტა მიიღო – 190 ლარი.
პარლამენტში წარმოდგენილი 13 პარტიიდან, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ და 5-მა დარეგისტრირებულმა წელს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, 2 ივლისის მდგომარეობით, დონორებისგან დაფინანსება მიიღეს:
1. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 2024 წელს დაფინანსება 788 206 ლარს შეადგენს. 2012 წლიდან 2024 წლამდე პარტიაში შემოწირულობის ჯამური ოდენობა 114 938 401 ლარს შეადგენს.
2. „ლელო საქართველოსთვის“ – 2024 წელს შემოწირულობის სახით მიიღო 513 500 ლარი, 2020 წლიდან 2024 წლამდე შემოწირულობის ჯამური ოდენობა 12 596 602 ლარს შეადგენს.
3. „ევროპული საქართველო – თავისუფლებისთვის მოძრაობა“ – 2024 წელს უკვე მიიღო შემოწირულობა 115 217 ლარის ოდენობით. 2017 წლიდან 2024 წლამდე შემოწირულობების ოდენობა 6 706 943 ლარს შეადგენს.
4. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 2024 წელს პარტიამ 332 157 ლარის ოდენობით მიიღო შემოწირულობა, 2010 წლიდან 2024 წლამდე, პარტიის მიერ მიღებული შემოწირულობების ჯამური ოდენობა 37 092 477 ლარს შეადგენს.
5. „სახელმწიფოს მოძრაობა ხალხისთვის“ – 2024 წელს მიიღო 190 ლარი, 2016 წლიდან 2024 წლამდე პარტიამ შემოწირულობის სახით 4 501 774 ლარი მიიღო.
7. „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – შემოწირულობა მხოლოდ 2020 წელს მიიღო 325 285 ლარის ოდენობით.
8. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – პარტიამ ბოლო შემოწირულობა 2021 წელს მიიღო – 37 370 ლარი. 2014 წლიდან 2021 წლამდე შემოწირულობების ოდენობა 4 516 228 ლარს შეადგენს.
9. „სტრატეგია აღმაშენებელი“ – პარტიამ ბოლო შემოწირულობა 2021 წელს მიიღო – 97 500 ლარი. 2016 წლიდან 2021 წლამდე პარტიის შემოწირულობები დონორებისგან 3 280 028 ლარს შეადგენს.
10. „კანონი და სამართალი“ – პარტიამ ბოლო შემოწირულობა 2023 წელს მიიღო – 1500 ლარი. 2020 წლიდან 2023 წლამდე პარტიამ დონორებისგან სულ 12 283 ლარის შემოწირულობა მიიღო.
11. „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ – შემოწირულობა მხოლოდ 2013 წელს მიიღო – 57 460 ლარი.
12. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ – 2020 წელს მიღებული ბოლო შემოწირულობა იყო 149 ლარი, 2011 წლიდან 2020 წლამდე პარტიის შემოწირულობამ შეადგინა 1 851 570 ლარი.
13. „პროგრესი და სამართლიანობა“ – TI Georgia-ს ბაზაში ამ პარტიისთვის შემოწირულობების შესახებ მონაცემები არ არის.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში უკვე დარეგისტრირებული ხუთი პარტიიდან TI-ს ბაზაში მხოლოდ ლეიბორისტული პარტიისთვის შემოწირულობების მონაცემები არის. დანარჩენი ოთხის შესახებ ინფორმაცია არ არის, რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ აღნიშნულ პარტიებს შემოწირულობები არ მიუღიათ.
26 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობის შემდეგი პარტიებია რეგისტრირებული:
1. პარტია “საქართველო”
2. პარტია “მესამე გზა”
3. პარტია „გახარია საქართველოსთვის“
4. პარტია “ჩვენი ერთიანი საქართველო”
5. საქართველოს ლეიბორისტული პარტია
საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ 2024 წელს 6888 ლარის შემოწირულობა მიიღო, 2012 წლიდან 2024 წლამდე კი 525419 ლარი.