2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალქალაქის ოფისში აქტიურობა უკვე შეინიშნება. JNEWS-მა გადაწყვიტა გაერკვია, რა მდგომარეობაა ახალქალაქში მომუშავე ოპოზიციური პარტიების ჯაჭვებში.
ეს საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის უჩვეულოა, პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველოში პარლამენტი პირველად აირჩევა სრულად პროპორციული სისტემით (მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნების გარეშე), მეორე, ხმის მიცემის პროცესი წარიმართება ელექტრონულ ფორმატში. არჩევნებამდე 9 თვე დარჩა. თითქოსდა მოსამზადებელი დრო არის, მაგრამ წინასაარჩევნო მღელვარება ახალქალაქში თითქმის შეუმჩნეველია, გარდა “ქართული ოცნების” შტაბისა. JNEWS-ი დაინტერესდა, რა ვითაფებაა ახალქალაქში ოპოზიციურ პარტიებთან.
პოლიტიკური პარტიის ოფისი“კონსერვატიული მოძრაობა”, ახალქალაქში 2022 წლის დასაწყისში გაიხსნა. აღნიშნული პარტიის დამფუძნებლები არიან ინტერნეტ პლატფორმა „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში ცნობილია როგორც ულტრაკონსერვატიული, ნაციონალისტური და პრორუსული. მართალია, ამ პარტიის ახალქალაქის ოფისს მას შემდეგ ხელშესახები სამუშაოები არ გაუკეთებია, მაგრამ Jnews-ი ახალქალაქში პარტიის გეგმების შესახებ ოფისის ხელმძღვანელთან არარატ კამალიანთან დაინტერესდა.
„ჩვენ ჯერ არ ვმუშაობთ, მაგრამ გახსნას ვაპირებთ, როდის გავხსნით, არ ვიცი, ჩემთვის არ უთქვამთ“, – ტელეფონით საუბრისას თქვა არარატ ქამალიანმა.
მისი თქმით, ახალქალაქში პარტიას ოფიციალურად რეგისტრირებული წევრები არ ჰყავს.
”ლელო” პარტიას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმომადგენელი ჰყავს- დეპუტატი ზაქარ ზაქარიანი. ის ასევე ახალქალაქის პარტიის ჯაჭვს ხელმძღვანელობს.
„ჩვენ ჯერ არ დაგვიწყია არჩევნებისთვის მზადება, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული“, – ჩვენს შეკითხვას უპასუხა ზაქარ ზაქარიანმა, დაიწყო თუ არა აქტიურობა პარტიის ახალქალაქის ჯაჭვმა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ევროპული საქართველო ” პარტიიდან არის 2 დეპუტატი, რომელთაგან ერთ-ერთი არუთიუნ ალექსანიანია.
„ჩვენ (გულისხმობს მთავარ ოფისს) ამჟამად ვამზადებთ სიებს, ჯერ არ გვაქვს კონკრეტული ინსტრუქციები. ოფისი (ადგილობრივი) დახურულია, ორი სიაა შედგენილი, არჩევნები გაიმართება ცენტრში და ერთ მათგანს აირჩევენ. ერთს 30 ადამიანი ჰყავს, მეორეს 20, ჩემი სახელი ერთ-ერთ სიაში არის“, – თქვა არუთიუნ ალექსანიანმა.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიყვანა ორი დეპუტატი – შირვან შირინიანი და არმენ უნანიანი. თუმცა ორივემ პარტია 2023 წელს მაისის ბოლოს დატოვა და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატებად დარჩნენ. პარტია დატოვეს ჯაჭვის ყოფილმა აქტივისტებმაც.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ჯაჭვის ხელმძღვანელი 2023 წლის 20 მაისიდან არსენ კარაპეტიანია, რომელიც მანამდე „ევროპულ საქართველოს“ წარმოადგენდა.
“ჩვენ არ შეგვიწყვეტია მუშაობა. ყოველთვის, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა არჩევნები, ვხვდებით ჩვენს ამომრჩეველს. აუცილებლად ვიმუშავებთ. ოფისი ღიაა და სამუშაოები მიმდინარეობს”, – თქვა მან.
Jnews-ი ასევე დაუკავშირდა აშოტ ხანოიანს, რომელიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ახალქალაქში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის”საქართველოსთვის”წარმომადგენელი იყო.
„ჯერჯერობით არ არის ნათელუი , ჯერ არ დაგვიწყია, ჯერ კიდევ ამ პარტიის წარმომადგენელი ვარ ახალქალაქში, მაგრამ მუშაობა არ დაწყებულა, გვყავდა პარტიული წევრები, მაგრამ ახლა ყველაფერი თავიდან იქნება, ახალ გუნდს შევქმნით“, – თქვა აშოტ ხანოიანმა.
Jnews-ი ასევე დაინტერესდა, რა გეგმები აქვს ერთ-ერთ აქტიურ ოპოზიციონერს მელიქ რაისიანს, მას შემდეგ რაც მან და მისმა აქტივისტთა გუნდმა ნაციონალური მოძრაობა დატოვეს. რაისიანი მმართველ პარტიასთან ერთად 2012 წელს „ქართული ოცნების“ რიგებში იბრძოდა, შემდეგ იყო პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ წევრი, შემდეგ კი 2023 წლის გაზაფხულამდე იყო ნაციონალური მოძრაობის რიგებში. მისი თქმით, მან პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა, მაგრამ პოლიტიკას არ დატოვებს.
“ასრთ სიამოვნებას არ მოგანიჭებთ. ნიკა მელიას გუნდში ვარ, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა, პარტიას სახელი ჯერ არ აქვს, მაგრამ თებერვალში კონფერენცია იქნება, პრეზიდენტს ავირჩევთ. ჩვენ ნიკა გვარამია შემოგვიერთდა”,- თქვა მელიქ რაისიანმა.
მისი თქმით, ახალქალაქში ნამდვილი ოპოზიცია არ არის.
“უკვე ნათელია, რომ მესამე ძალა უნდა ჩამოყალიბდეს. მოსახლეობის პოლიტიკური ცნობიერება ძალიან დაბალია, ჩვენი მოსახლეობა მუდამ შეხედულებების მიხედვით ცხოვრობდა. ჩვენ ნამდვილი ოპოზიცია არ გვყავს”,- თქვა მელიქ რაისიანმა.
ახალქალაქის მოსახლეობა პოლიტიკურად აქტიური არ არის და საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრირებული არ არის. ოპოზიცია რეგიონებში ძლიერად არ მუშაობს.
„საერთოსამოქალაქო მოძრაობა- მრავალეროვნული საქართველო“ ორგანიზაციის თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი თვლის, რომ მიზეზი რამდენიმეა:
– პირველი, მისი თქმით – არ არის საკმარისი ფინანსური რესურსი.
„ისინი ცდილობენ იმ ადგილების დაფარვას, სადაც ტრადიციულად ძლიერნი არიან, საიდანაც პარტიის წევრები არიან, ის ქალაქები, სადაც მოსახლეობა უფრო პოლიტიზირებულია. რაიონებში, სადაც ძლიერი არ არის, სადაც ნაკლებად იცნობენ, რადგან ქართულენოვან ტელევიზიას არ უყურებენ, რა თქმა უნდა წინასაარჩევნო პერიოდში დანახარჯი უფრო მეტია. ეს თანხა მათ არ აქვთ. ეს ბანალური, პრაგმატული მიზეზია“.
– მეორე მიზეზი, ის არის, რომ ოპოზიცია ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში ნაკლებად მუშაობენ.
რეგიონებში უმცირესობებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. რა თქმა უნდა ყველა არა, მაგრამ ძირითადად ასეა. მათ ამომრჩევლის მოთხოვნები ცუდად იციან, რადგან რაიონში ამომრჩევლის მოთხოვნების ცოდნაა საჭირო”.
– მესამე მიზეზი – ოპოზიციისთვის თანამოაზრეების პოვნა რთულია.
“მათ ასეთი რაოდენობის კონტაქტები, მოსახლეობას შორის კონტაქტები არ აქვთ, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვას შეძლებდა. მათი ცნობადობა ძალიან დაბალია, რათა ხალხი პოლიტიკური გახდეს, შესაბამისად ნდობის დონე დაბალია”.
შეხედულება იმის შესახებ, რომ ეროვნული უმცირესობები მუდამ მმართველ პარტიას აძლევენ ხმას, არნოლდ სტეფანიანი თვლის, რომ მცდარია.
“ამას ამბობენ ისინი, ვინც პროცესი ცუდად იციან. ადამიანი, ვისაც მომხდარის ანალიზის ელემენტარული უნარი აქვს, რა თქმა უნდა მიხვდება, რომ თუ არ ვიმუშავებთ, ადამიანს არჩევანის გაკეთების უფლებას არ მივცემთ, მხოლოდ ერთ არჩევანს მივცემთ, რა თქმა უნდა ამ ერთადერთს აირჩევს, ან საერთოდ არ მისცემს ხმას”.