29 ივნისს, ახალქალაქის კულტურის სახლში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ანსამბლ „მურჯის“ საანგარიშო კონცერტი გაიმართა. გამოვიდნენ ანსამბლ “მურჯის”  სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოცეკვავეები.

murji1

murji3

ანსამბლ „მურჯის” სამხატვრო ხელმძღვანელი, გიორგი მეტრეველი ამბობს, რომ ანსამბლმა არდადეგების დაწყებამდე მუშაობის შედეგები წარმოადგინა. გამოვიდა ანსამბლის სამი ასაკობრივი ჯგუფი. მიუხედავად იმისა, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, მონაწილეთა ნაწილი არდადეგებზე სხვადასხვა საკონკურსო პროგრამებში წარდგება, ანსამბლი დასასვენებლად მიდის.

murji4

ანსამბლმა “მურჯმა” ქართული და სომხური ცეკვები შეასრულა.

murji5

კონცერტზე დასწრება უფასო იყო.