„დიდი ოცეულის“ ქვეყნები კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და გლობალური ჯანდაცვის მხარდასაჭერად 21 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფენ.
თანხა დიაგნოსტიკის, თერაპიისთვის, ასევე კვლევებისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებისთვის არის გათვალისწინებული. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე გლობალური ჯანდაცვის დაფინანსებაზე 500 მილიონ დოლარს საუდის არაბეთი გამოყოფს, რომელიც ამჟამად „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარეა.