ხავეთი-დავნია-ერინჯას გზის რეაბილიტაციის პროექტი გრძელდება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 1 827 650 ლარის ოდენობით ერინჯა-მიასნიკიანის მონაკვეთის ბეტონირების ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოები ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის გზის ბეტონირება გრძელდება. გზის რეაბილიტაცია შარშან სოფელ ხავეთიდან დაიწყო. მაშინ 5,5 კმ გზა დაბეტონდა. წელს ერინჯა-მიანიკიანის მონაკვეთის ბეტონირება იგეგმება. ამ მიმართულებით გზის ბეტონირების დასასრულებლად მუნიციპალიტეტს დაახლოებით 4 კმ 700 მ გზის რეაბილიტაცია რჩება. 2024 წელს 148 751 ლარის ოდენობით, ხოლო 2025 წელს 1 678 889 ლარის ოდენობით სამუშაოების ჩატარება იგეგმება. სამუშაოებს რეგიონალური განვითარების ფონდი ახორციელებს, საერთო ღირებულებიდან 1 594 945 ლარს რეგიონალური განვითარების ფონდი გამოყოფს, 83 944 ლარს – ადგილობრივი ბიუჯეტი.
2024 წლის 6 ივნისამდე ტენდერში მონაწილე კომპანიების განაცხადების მიღება გრძელდება. გზის სიგანე 4,5 მ უნდა იყოს, ბეტონის სიგანე — 16 სმ.