ქართული ეროვნული ვალუტის – ლარის – კურსი მკვეთრად დაეცა, ასევე მსხვილი ქართული ბანკების აქციები დაეცა, ექსპერტები მსგავს დაცემას ქვეყანაში არასტაბილურ პოლიტიკასთან აკავშირებენ, რომელიც „უცხოური აგენტების შესახებ„ კანონის მიღებასთან არის დაკავშირებული, ან როგორც ოფიციალურად უწოდებენ „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“.
პროფესორის, ეკონომიკის ყოფილის მინისტრის, ფონდ „რონდელის“ ექსპერტის ვლადიმერ პაპას აზრით, კურსის დაცემა ეკონომიკურ პროცესებთან არ არის დაკავშირებული, არამედ პოლიტიკური ხასიათს ატარებს.
„ამ პროცესს, ლარის კურსის ცვლილებას, ეკონომიკური პროცესების შედეგი არ არის. სუფთა ეკონომიკური თვალთახედვიდან დადებითი ეფექტები შეიმჩნევა, მათ შორის შესამჩნევი ეკონომიკური ზრდა, 3%-ზე დაბალი ინფლაცია, სუფთა ეკონომიკური თვალთახედვიდან ლართან დაკავშირებული პრობლემები არ არის, მაგრამ იმის გამო, რაც ამჟამად ქვეყანაში ხდება, როცა პარლამენტმა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღო – ამან საქართველოს ბევრი მოქალაქის პროტესტი, ასევე ჩვენი სტრატეგიული უცხოური პარტნიორების მხრიდან კრიტიკული შენიშვნები გამოიწვია. ამან გამოიწვია შოკიმომგვრელი სიტუაცია. ამ შოკმა, რომელმაც ლონდონის ბირჟაზე, ორი დიდი ქართული კომერციული ბანკის აქციებზე იმოქმედა. რადგან, როცა ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობაა, არასტაბილურობა უპირველეს ყოვლისა აისახება კურსის ფასზე, აქციების კურსზე. აქციების კურსმა დროდადრო შემცირება დაიწყო. როცა აქციების კურსი ეცემა – ბევრი პოტენციური ინვესტორი ცდილობს, რაც შეიძლება მალე განახორციელოს ტრანზაქციები, რათა როგორმე არ იმოქმედოს მასზე, რათა ფინანსური სიტუაცია უფრო არ გაუარესდეს. ამიტომ ცდილობენ რაც შეიძლება მალე განახორციელონ ტრანზაქციები, უცხოურ ვალუტაზე იზრდება მოთხოვნა, როცა უცხოურ ვალუტაზე იზრდება მოთხოვნა, ლარის გაცვლითი კურსის დაცემას იწვევს»,- აბობს ვლადიმერ პაპავა.
იმისათვის, რომ ლარის კურსი დასტაბილიზდეს, საქქართველოს ეროვნულმა ბანკმა $60 მლნ გაყიდა, მსგავსი ქმედებები პრაქტიკულად ყოველ ჯერზე გადაიდგმება, როცა ეროვნული ვალუტის, ლარის, კურსის დაცემა შეინიშნება.
„შედეგად საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტიტუტი და ბანკებზე ზედამხედველობის ძირითადი ინსტიტუტი, გაცვლითი კურსის მხარდაჭერისთვის 60 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ეს სავსებით ნორმალურია, როცა ეროვნული ბანკის რეზერვები თითქმის 5 მლრდ დოლარს აღწევს, მსგავსი ინვესტიცია, ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში რა თქმა უნდა გამართლებულია. იქნება თუ არა კიდევ ინვესტიციები, როგორც ჩანს იქნება, რათა ფინანსური ბაზარი როგორმ დამშვიდდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს დროებითია, როგორც კი პოლიტიკური საკითხი მოგვარდება, ფინანსური ბაზრები დამშვიდდება“,- ამბობს ის.
ვლადიმერ პაპავს აზრით, ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პოლიტიკური მოვლენა მოხდება მომავალ კვირას.
„ნებისმიერი საკითხი, რომელიც გასცვლით კურსს ეხება, ნებისმიერმა სიტყვამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტი, ამიტომ რაიმე უარყოფითი სცენარისგან თავი შევიკავოთ. შემიძლია შემდეგის თქმა, რომ მომავალ კვირას ვენეციის კომისი კანონთან დაკავშირებით საკუთარ შენიშვნას გამოგვიგზავნის, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტს კანონთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნის გაგზავნის შესაძლებლობა ექნება, დაკარგი იქნება, თუკი ის ვენეციის კომისიის შენიშვნებით ისარგებლებს, და პარლამენტი ამ საკითხს განიხილას. ამიტომ პროგნოზირება არ ღირს“,- ამბობს ვლადიმერ პაპავა.