30.03.2021
ნახვები: 501 |
ავტორი: NewsRoom
ის პირები, რომლებიც სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, სომხეთის რესპუბლიკაში შესასვლელად საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ სახმელეთო გამშვები პუნქტების გავლით იმ დოკუმენტის ქონის შემთხვევაში, რომელიც COVID-19-ის პოლიმერაზული-ჯაჭვური რეაქციის მეთოდით (PCR) უარყოფით ლაბორატორიულ გამოკვლევას (არაუგვიანეს 72 საათისა) დაადასტურებს, ან სინჯს აიღებენ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე და პირი კორონავირუსის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის მიღებამდე ვალდებულია თვითიზოლაციაში იყოს (აქამდე ეს მოთხოვნა მხოლოდ საჰაერო საზღვრის საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე გამოიყენებოდა).
აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს ბევრმა მოქალაქემ მიმართა JNEWS-ის რედაქციას, რათა გაეგოთ, შეუძლიათ, თუ არა საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება.
JNEWS-ს ხელისუფლების ცხელი ხაზიდან აცნობეს, რომ საქართველოს მოქალაქეს არ შეუძლია საზღვრის გადაკვეთა, არც სომხეთთან, არც რუსეთთან, სანამ საქართველო აღნიშნულ ქვეყნებთან საზღვარს არ გახსნის.
“საქართველოს მოქალაქეებს არ შეუძლიათ საზღვრის გადაკვეთა, არც სომხეთთან, არც რუსეთთან. საქართველოს ამ ქვეყნებთან საზღვრები ჯერ არ გაუხსნია. გამონაკლისის შემთხვევაში შეუძლიათ საზღვრის გადაკვეთა, ამ შემთხვევაში საქართველოში სომხეთის საელჩოს უნდა მიმართონ, რათა სომხეთში ჩავიდნენ და რუსეთის წარმომადგენლობაში, რუსეთში ჩასასვლელად. ამჟამად საქართველოს მოქალაქეებს აღნიშნული საზღვრების გადაკვეთა არ შეუძლიათ”, – გვაცნობეს ხელისუფლების ცხელი ხაზიდან.