დაჩქარებული განხილვის შემდეგ, 19 აპრილს, პარლამენტმა მესამე მოსმენით საგადასახადო კოდექსში ინიცირებული ცვლილებები დაამტკიცა, რაც გულისხმობს საგადასახადო გათავისუფლებას საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესის ე.წ. ოფშორულ ზონებში, თუმცა ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა სათანადო ყურადღების გარეშე დარჩა სხვა კანონპროექტის – „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ გამო. საგადასახადო კოდექსში ცვლილებების თემაზე და რატომ არის ეს ცვლილებები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, Jnews-ს ესაუბრა პოლიტოლოგი, თბილისის ლიბერალური აკადემიის დირექტორი ლაშა ტუღუში.
რატომ მიიღეს ასე სწრაფად საქართველოს საგადასახადო კოდექსში ინიცირებული ცვლილებები და რა არის ამ ცვლილებების არსი?
– ცვლილებები მიიღეს, შეიძლება ითქვას, ავარიულ რეჟიმში, ანუ ძალიან სწრაფად, დიდი განხილვის გარეშე. რამდენად უზრუნველყოფენ ისინი დიდი რესურსების დაბრუნების ან საქართველოს ფინანსურ სისტემაში შესვლის შესაძლებლობას? ბევრი კითხვა რჩება, საიდან მოდის ეს ფული, რა ფულია, პოლიტიკურია თუ არა და ა.შ. ახლა ჩვენ შეგვიძლია ვიმკითხაოთ ამის შესახებ. ეს საკითხები საკმაოდ რთულია, მათ აქვთ თავისი მიზეზები, რომლებიც ჯერ არ ჩანს, მაგრამ პრინციპში უფრო ნეგატიურია, რადგან, პირველ რიგში, როცა კანონს ასე სწრაფად იღებ, ყოველთვის ჩნდება კითხვები, რატომ მიიღეს ეს ცვლილებები კანონში ასეთი ტემპით, რატომ არ მიმდინარეობს დისკუსია, დებატები და არ არსებობს შეხედულებები აკადემიური წრეებიდან, მათ შორის მეცნიერების, ექსპერტების, ოპოზიციის და ასე შემდეგ. მეორეც, გაუგებარია, რატომ ახლა, რა რესურსები და ფული წამოვა ჩვენი ქვეყნისკენ. ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც პასუხი ჯერ არ არსებობს.
არის მტკიცება, რომ ეს კანონი მიიღეს ოფშორული ზონებიდან დაფინანსების ლეგალიზაციისთვის, მათ შორის რუსული რესურსებიდან?
– კვლავ ძნელი სათქმელია, თუ ასეთი შემთხვევები იქნება, გამოვლინდება. იმის გამო, რომ რუსეთის დიდი რესურსები სანქციების ქვეშაა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ შევუერთდით ინდივიდუალურ სანქციებს ზოგადი ფორმატით, ჩვენ ვიცავთ ამ სანქციებს და თუ ეს იმ ადამიანების ან კომპანიების ფულია, რომლებიც ამერიკული და ევროპული სანქციების ქვეშ არიან, დიდ რისკებთან იქნება დაკავშირებული. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვენს ფინანსურ სისტემას არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ პოლიტიკურადაც. ამგვარად, ვფიქრობ, ეს ძალიან სარისკო იქნება. ამიტომ დებატები საჭირო იყო, რათა ამ კითხვებზე პასუხი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული პასუხები, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი.
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების მიღება ეროვნული ბანკის მიერ 7 ტონა ოქროს შესყიდვას უკავშირდება. როგორ არის დაკავშირებული ეს ორი მოვლენა?
ახლა რთულია ამ ორი მოვლენის ერთმანეთთან დაკავშირება. გულწრფელად მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. რადგან მე არ მაქვს ბევრი ინფორმაცია ამის შესახებ. ამ თემაზე მეტი ინფორმაცია და ანალიზია საჭირო. ვინაიდან ინფორმაცია არ არსებობს, შესაძლოა, ეს სერიოზული არგუმენტია, შესაძლოა მინიშნება․ დღესდღეობით ძნელია ამაზე მსჯელობა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის.
რა სანქციები შეიძლება მოყვეს ამ კანონს?
– თუ, რა თქმა უნდა, დამტკიცდება, მაშინ ის ბანკები, რომლებიც მოემსახურებიან, ეცოდინებათ, რომ ეს ფული, ასე ვთქვათ, მონიშნულია, შესაძლოა სანქციების ქვეშ მოხვდნენ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს საბანკო სისტემას დაარტყამს, დაარტყამს იმ ადამიანებს, რომლებიც არიან მესაკუთრეები და შესაძლოა სანქციები დაწესდეს ზოგიერთი ფორმალური პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის, ვინც ჩაერთო, წამოიწყო ან მიიღო რაიმე სარგებელი, მათ შორის რაიმე სახის პოლიტიკური სარგებელი. პრინციპში, ეს შესაძლებელია, მაგრამ ახლა მიჭირს მსჯელობა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვისურვებდი, რომ ასეთი კანონპროექტები პარლამენტში ასე სწრაფად არ იქნას მიღებული, მეტი დისკუსია უნდა გაიმართოს, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად რთული მდგომარეობაა ახლა მსოფლიოში, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ა.შ. ახლა ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.
არსებობს მოსაზრება, რომ კანონი მიიღეს იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ოფშორებიდან თავისი აქტივები გადმოიტანოს საქართველოში.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შესაძლებელია, რომ ბატონი ივანიშვილი გადარიცხავს ამ თანხას ან ეს მისი რესურსია, რა თქმა უნდა, ძნელი სათქმელია. როგორც ვიცით, მას ოფშორულ ზონებში რესურსები აქვს, თუ არ ვცდები, ამის შესახებ დეკლარირებაც გააკეატა. და თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ყველა რესურსი, რომელიც მდებარეობს ოფშორულ ზონებში, არ არის “შავი” ფული. არის ბუნებრივად და ლეგალურად ნამუშევარი ფული. რადგან ოფშორული ზონები არის ის ზონები, სადაც არის საგადასახადო ოაზისი, მაგრამ ბუნებრივია შავი ფულიც არის იქ, რადგან იქ დამალვა უფრო ადვილია. ვფიქრობ, ძალიან მალე გავიგებთ. რადგან თუკი რაიმე თანხა გადაირიცხება, ჩვენი ფინანსური სისტემა იმდენად გამჭვირვალეა, ჩვენ გვეცოდინება, რა ფულია და ვისია. თუ ეს დიდი თანხაა, მაშინ ვერ დამალავენ, რადგან ყოველთვის არის შესაძლებლობა გავერკვიოთ ვისი ფულია. თუ ეს მცირე ფულია, არამგონია ამხელა რესურსების მქონე ადამიანები ასე მოიქცნენ. ვფიქრობ, სიმართლის გასარკვევად დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს.