პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და დღესვე დაამტკიცებს პროექტს, რომლის საფუძველზეც, ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე საჯარიმო სანქციები იზრდება და ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა შესთავაზეს, რომელთა ინიციატივას მმართველმა გუნდმა მხარი დაუჭირა.
60 დღეში შემდეგი ადმინისტრაციული სანქციები შედის ძალაში:
სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემის შემთხვევები:
სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში:
სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, როდესაც:
განმეორება – გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით. ნაცვლად მხოლოდ 1500 ლარის ოდენობით ჯარიმისა.
განმეორებ ა- გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას. ნაცვლად მხოლოდ 1500 ლარის ოდენობით ჯარიმისა.
სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, რასაც თან მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება:
სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, როდესაც პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ამას თან მოჰყვება სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება:
სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, როდესაც პირს მართვის უფლება შეჩერებული აქვს ამ კოდექსის სხვა მუხლით ან სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის და ამას თან მოჰყვება სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება:
ზემოაღნიშნული ქმდებების განმეორებით ჩადენა:
მართვის უფლების ვადამდე აღდგენის უფლება:
მართვის უფლების ვადამდე აღდგენის შესაძლებლობა აღარ მიეცემა იმ პირს რომელსაც განმეორებით აქვს სახდელი დადებული სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.
მოპედთან დაკავშირებული სამართალდაღვევები:
მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება:
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა.
მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება:
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 300 ლარისა.