საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზე – stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საიტის ინფორმაციით, საქართველოში დღეისათვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 805 შემთხვევაა დაფიქსირებული.
კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა და სულ 650 შეადგინა.
ამასთანავე საქართველოში მკურნალობას უცხოეთიდან ჩამოსული საქართველოს სამი მოქალაქე გადიოდა.
ახალი კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2 424 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი – 304.