დღეს, 16 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ხოლო ნინოწმინდაში ერთი შემთხვევა გამოვლენილა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4657 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 327 ახალქალაქში და 151 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
1 – ახალციხეში
0 – ადიგენში
0 – ახალქალაქში
5 – ბორჯომში
1 – ნინოწმინდაზე
0 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 140 ადამიანია იზოლირებული:
ახალციხე – 26
ახალქალაქი – 10
ბორჯომი – 73
ნინოწმინდა –0
ასპინძა – 10
ადიგენი – 21
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირდა.
დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 35 პაციენტი რჩება.
საერთო ჯამში, რეგიონში 4 587 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 46 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 6 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის 201 ნიმუშის პასუხს ელოდებიან