კორონავირუსით ინფიცირებული, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის მცხოვრები, 44 წლის მამაკაცი, ორი დღის განმავლობაში სოფელში დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რომელზეც დაახლოებით 270 ადამიანი იყო. მას ურთიერთობა ჰქონდა ასევე, ნათესავებთან და ოჯახის ახლობლებთან.
დღეს, სოფელ ყაურმის მკვიდრის, 44 წლის მამაკაცი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, იზოლირებულია. ისინი ახალციხეში, საკარანტინე ზონაში უნდა გადაიყვანონ. თანასოფლელი და მისი ოჯახის წევრები, ვისთან ერთადაც ჩამოვიდა მარშრუტით სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის ტიგრან ეგოიანის თქმით, სოფელ ყაურმის მცხოვრები კარანტინიდან სოფელში 31 მაისს დაბრუნდა, 1 ივნისს თანასოფლელის დაკრძალვაზე იყო, 2 ივნისს კი, გორში წაიყვანეს.
“კონტაქტის დადგენას აზრი არ აქვს, მას კონტაქტი ჰქონდა სოფლის ყველა მცხოვრებთან, ბავშვების გარეშე 271 ადამიანი, ასევე იყო ოჯახებში”, – ამბობს ის.
სოფელი ყაურმის მცხოვრებს COVID-19 დაუმტკიცდა < /a>
კორონავირუსით ინფიცირებულის ოჯახის წევრები კარანტინში გადაიყვანეს
სოფელი ყაურმის მცხოვრები საკუთარ სახლში 31 მაისს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა და 14 დღის განმავლობაში საკარანტინე ზონაში იმყოფებოდა. ის კორონავირუსზე შეამოწმეს, მაგრამ სახლში გაუშვეს. გუშინ, 2 ივნისს, შუადღის შემდეგ სოფელ ყაურმის 44 წლის მცხოვრები კორონავირუსზე ეჭვით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
თავად პაციენტს ადგილობრივი საავადმყოფოს, ან ექიმისთვის არ მიუმართავს. მას ეძებდნენ და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებმა იპოვეს.