9 მარტს არაგაწოტნის რაიონში სასიკვდილო შემთხვევა მოხდა. დილით საქართველოს მოქალაქე 62 წლის არტემ მ., რომელიც მართავდა „Mercedes Viano“-ს მარკის ავტომობილს, ერევანი-გიუმრის საავტომობილო გზის 68 კილომეტრიან მონაკვეთზე, თალინის ადმინისტრაციულ რაიონში, 73 წლის ფეხით მოსიარულეს შეეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ ფოტოჟურნალისტი გაგიკ შამშიანის გვერდი იუწყება. მძღოლი ახალქალაქიდან არის, საქართველოს მოქალაქე.
გვერდის ცნობით, დაზარალებული დაახლოებით 30 მეტრზე გადაისროლა და შემხვედრი მოძრაობის ზონაში აღმოჩნდა, ბეტონის ტერიტორიაზე, რომელიც ჯერ არ იყო ექსპლუატაციაში შესული. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ გაქცეულა, მან სასწრაფო გამოიძახა.
ამავე ვებგვერდის ცნობით, გარდაცვლილი მუშაობდა „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ ავტომაგისტრალის მშენებელ კომპანიაში და მარტო არ იყო, მეგობართან ერთად იყო, მეგობარმა გაქცევა მოახერხა, გარდაცვლილმა ვერ მოასწრო, ხოლო მძღოლმა ფეხით მოსიარულეები შენიშნა.
ავტომობილი თალინის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაცულ სპეციალურ ადგილზე გადაიყვანეს. მძღოლს ალკოჰოლის ტესტი ჩაუტარდა, ის ფხიზელი იყო.
გაგიკ შამშიანის ფოტო