ოლიმპიური საგზურის მოსაპოვებლად ახალქალაქელი სპორტსმენი, ახალქალაქის სპორტული კომპლექსის მოსწავლე, ევროპის ჩემპიონი არტიუშ გომციანი კრივში იასპარეზებს. ამის შესახებ Jnews-ს მოკრივის ტრენერმა ატომ ელიზბარიანმა აცნობა.
3-11 მარტს იტალიის ქალაქ ბუსტო-არსიციოში პირველი მსოფლიო ოლიმპიური კრივის შესარჩევი ტურნირი მიმდინარეობს. დღეს, თბილისის დროით შუაღამისას, ტურნირზე არტიუშ გომციანის პირველი ბრძოლა გაიმართება.
ის 57 კგ წონით კატეგორიაში პალესტინელ მოკრივე აბუსალ ვასიმს დაუპირისპირდება. ოლიმპიური ბილეთის მოსაპოვებლად მოკრივეს 4 ბრძოლის მოგება დასჭირდება.
ბრძოლის ყურება შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე.
2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების 49 ბილეთისთვის იტალიაში 670 სპორტსმენი იასპარეზებს. 28 მამაკაცებს შორის განაწილდება 28 კვოტა, 21 კი ქალებს შორის. კვოტის მფლობელთა უმეტესობა 10 და 11 მარტს გამოვლინდება