აღმაშენებლის 6 ნომერში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის მცხოვრებლები Jnews-ის რედაქციას თხოვნით კიდევ ერთხელ დაუკავშირდნენ, შესაძლებელია თუ არა კანალიზაციის სრული გაწმენდა. მრავალსართულიანი კორპუსის საკანალიზაციო სისტემა ხშირად იკეტება, მიუხედავად გაერთიანებული წყალმომარაგების გაწმენდითი სამუშაოებისა.

მოსახლეობამ გვაცნობა, რომ არაერთხელ დაუკავშირდნენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვის ცენტრს, რადგან ადგილზე სხვა ვერავინ შეასრულებდა მსგავს სამუშაოებს.

„ყოველ ჯერზე მოდიან, ასუფთავებენ, მაგრამ არ აქვთ საფუძვლიანად გასაწმენდი ტექნიკა, რამდენიმე დღის შემდეგ ისევ ივსება საკანალიზაციო სისტემა, ეზოში მუდმივი სუნი დგას“, – ამბობს აღმაშენებლის მე-6 კორპუსის მცხოვრები.

დეკემბერში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ორი მრავალსართულიანი კორპუსის დაინტერესებული მცხოვრებლები Jnews-ს ანტისანიტარიული მდგომარეობის გამო დაუკავშირდნენ. შემდეგ, როგორც მოსახლეობა ამბობს, პრობლემის მოგვარების მოთხოვნით რამდენჯერმე დაუკავშირდნენ შესაბამის ორგანოებს, თუმცა უშედეგოდ. მაშინ გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრმა ამოვსებული კანალიზაციის გაწმენდას დაპირდა.

საქმე ის არის, რომ თუ პრობლემა ცენტრალურ ხაზში არ მდგომარეობს, მაშინ გაერთიანებული წყალმომარაგება არ არის ვალდებული მოემსახუროს, მაგრამ არ არსებობს სხვა ორგანო, სადაც მცხოვრებლებს პრობლემის შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ.

Jnews-ი კვლავ დაუკავშირდა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვის ცენტრს, თუმცა მენეჯერმა გიორგი ვახტანგიშვილმა გვითხრა, რომ მოსახლეობას შეუძლია დამოუკიდებლად დაუკავშირდეს მათ.

საკანალიზაციო წყალი მრავალსართულიანი კორპუსის ეზოში ჩაედინება