რადიო NOR-ის ცნობით, 8 თებერვალს 20:00 საათისთვის ნინოწმინდის საბაჟო პუნქტი დაკეტილი რჩება. ნინოწმინდა-სომხეთის საავტომობილო გზა 6 თებერვლიდან დაკეტილია. გზის გახსნის შესახებ ოფიციალურად არ გამოცხადებულა, მაგრამ 7-8 რიცხვში იყო მანქანები, რომლებმაც საბაჟო გადაკვეთეს.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს, 6 თებერვალს, ამინდის პირობების გამო საქართველოში საერთაშორისო მნიშვნელობის ზოგიერთი მაგისტრალი, მათ შორის ახალქალაქი-კარწახი და ახალქალაქი-ნინოწმინდა დაიკეტა. დღეს ახალქალაქი-კარწახის ავტომაგისტრალი ღიაა ყველა სახის ტრანსპორტისთვის, თუმცა თოვლისა და ყინულის გამო ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 90-112 კმ მონაკვეთზე (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
რადიო Nor-ის ცნობით, ადგილზე ორი თოვლის საწმენდი ტექნიკაა მობილიზებული, თუმცა გზა დაკეტილი რჩება.
„როგორც ადგილზე თქვეს, თოვლის საწმენდ ტექნიკას ელოდებიან. შემთხვევის ადგილზე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სატვირთო მანქანები აფერხებდნენ მოძრაობას, თუმცა ძირითადი დატვირთვა გამშვებ სასაზღვრო პუნქტზე იყო. უცნობია რატომ დაიკეტა საგუშაგო. აღსანიშნავია, რომ გამშვები სასაზღვრი პუნქტი 6-7 საათია დაკეტილია“, – წერს რადიო NOR.
ფოტო არქივიდან