საქართველოს საჯარო სკოლებში, სასკოლო კალენდრის მიხედვით, 2023-2024 სასწავლო წლის საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება და ერთი კვირა გაგრძელდება.

საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება და 14 მარტამდე გაგრძელდება.

საზაფხულო არდადეგები 15 ივნისს დაიწყება. 2-11 კლასების მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის მეორე სემესტრი 15 ივნისამდე გაგრძელდება. პირველკლასელები სასწავლო წელს 27 მაისს დაასრულებენ, მე-12 კლასელები 20 მაისს.