ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 104 სამუშაო დღის განმავლობაში 378 ბავშვის სკოლამდელ დაწესებულებებში გადაყვანისთვის 190`602.00 ლარი გამოყო. ტენდერი უკვე შედგა და ის ინდმეწარმე გიორგი წურწუმიამ მოიგო. ამჟამად შერჩევისა და შეფასების პროცესი მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტი იმ სოფლებიდან, სადაც სკოლამდელი დაწესებულებები არ არის, ბაღის აღსაზრდელების გადაყვანისთვის თანხას წელიწადში ორჯერ გამოყოფს. წლის დასაწყისში ბავშვების გადასაყვანად 190 602 ლარი გამოიყო. კონკურსში იმავე ოდენობით გაიმარჯვა ინდმეწარმემ, რომელიც კონკურსის ერთადერთი მონაწილე იყო. ტრანსპორტირება დაიწყება 2024 წლის 1 თებერვალს და გაგრძელდება 104 დღე. ტრანსპორტირება ხორციელდება მიკროავტობუსებით.
მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვების სკოლამდელი განათლება, ამიტომ სოფლებში, სადაც საბავშვო ბაღები არ არის, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით უზრუნველყოფილია ბავშვების სხვა სოფლებისა თუ ქალაქების საბავშვო ბაღებში გადაყვანა.
გთავაზობთ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების სიას, რომლის მიხედვითაც ბავშვების საბავშვო ბაღებში ტრაბსპორტირება უნდა ჩატარდეს:
სოფელ იხტილადან ბარალეთში – 22 ბავშვი
მერენიიდან ბარალეთში – 18
ბოზალიდან სულდაში – 7
კორხიდან ახალქალაქის №3 საბავშვო ბაღში – 14
მაჯადიიდან ახალქალაქის №3 საბავშვო ბაღში – 9
ბავრადან ახალქალაქის №3 და №2 საბავშვო ბაღებში– 20
ხოსპიოდან ახალქალაქის №1 და №2 საბავშვო ბაღებში – 11
მურჯახეთიდან, ჩამდურადან ვაჩიანის საბავშვო ბაღში – 19
ზაკიდან, ოლავერდიდან ბარალეთში – 20
ბუღაშენიდან და თირკნადან ბარალეთში – 15
ბეჟანოდან და ალათუმანიდან კოჩიოში – 21
აგანადან და სირქვადან კოჩიოში – 18
დადეშიდან სულდაში – 23
ბუზავეთიდან კულიკამში – 7
ორჯადან ახალქალაქის №3 საბავშვო ბაღში – 17
კარტიკამიდან ახალქალაქის №2 საბავშვო ბაღში – 26
ოკამიდან ვაჩიანში – 15
სოფელ აბულიდან სოფელ კულიკამში – 5
არაგვადან ახალქალაქის №3 საბავშვო ბაღში – 21
აზმანადან, ქაცეფიდან, აფნიადან სოფელ გოგაშენში – 10
ღოდოლარიდან სოფელ აზავრეთში – 10
ბურნაშეთიდან, ლომატურცხიდან სოფელ აზავრეთში – 10
სოფელ კიროვაკანიდან კუმურდოს საბავშვო ბაღში – 15
სოფელ ხორენიიდან ახალქალაქის №3 საბავშვო ბაღში -13
სოფელ ბალხოდან ბარალეთის საბავშვო ბაღში -12
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ბავშვები საბავშვო ბაღში 9:00 საათიდან 18:00 საათამდე უნდა იმყოფებოდნენ.