მიმდინარე წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა ახალქალაქში ხას ბახჩას პარკის ტერიტორიაზე კაფეს ასაშენებლად თანხა გამოყო.
მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რომელიც ზაფხულში ხას ბახჩას პარკში ჩატარდა იმის თაობაზე, თუ ახალი რა უნდათ ქალაქში, ბევრმა მცხოვრებმა, ვინც პარკში სეირნობდა, თქვა, რომ საღამოს დროის გასატარებლად პარკში ან მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე არ არის. წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა კაფეს ასაშენებლად 250 000 ლარი გამოყო.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ განხილავზე ისაუბრეს ისეთ კაფეზე, როგორიც წელს ჯივანის პარკში აშენდა. დეპუტატებმა იმსჯელეს იმაზეც, რომ უხსოვარი დროიდან იქ არსებული ვაგონებიც იქნება გატანილი, ამასთანავე, ბოლო რეაბილიტაციის დროს, ძველი კაფე, რეტრო მაგიდებით და სკამებით ამოიღეს.
„ეს საკითხი იქნება განხილული, თუ სად განთავსდება კაფე, დისკუსიას დაესწრებიან მოსახლეობის წარმომადგენლებიც. სადაც მოსახერხებელია, იქ იქნება. ჩვენ გვინდა თანამედროვე, საინტერესო კაფე, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება. რაც შეეხება პარკის დაწესებულებების დემონტაჟს, დრო მოვა და გაირკვევა. ნუ გავუსწრებთ დროს, არ გვინდა დეზინფორმაციის გავრცელება და არასწორი ინფორმაციის მიწოდება. თუ ვინ იქნება კაფეს ხელმძღვანელი მერე გადავწყვეტთ, იქნება ან აუქციონი, ან პირდაპირი ხელშეკრულება“, – ამბობს ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი.